„მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელები 50 წლის განმავლობაში პირველად NBA-ს ჩემპიონები გახდნენ

„მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელები 50 წლის განმავლობაში პირველად NBA-ს ჩემპიონები გახდნენ

NBA-ს 2020-2021 წლების სეზონის გამარჯვებულები „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელები გახდნენ.

ფინალური სერიის მეექვსე მატჩში მათ „ფინიქს სანზი“ ანგარიშით 105:98 დაამარცხეს და სერია საბოლოო ანგარიშით 4:2 მოიგეს. ბოლო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „მილუოკის“ ბერძენი ფორვარდი იანის ადეტოკუნბო გახდა, რომლის ანგარიშზეც 50 ქულა და 14 მოხსნაა.

„მილუოკი ბაქსმა“ NBA-ს ჩემპიონის ტიტული ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა.