მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, კლუბის დირექტორთა საბჭოს აცნობა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ახალი ფეხბურთელების მატებას აღარ ელის - გვამცნობს Radio MARCA.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ბაიერნელი ავსტრიელი, დავიდ ალაბა შეუერთდა. იჯარა დაუმთავრდათ: გარეთ ბეილს, ტაკეფუსა კუბოს, მარტინ ედეგორს, ხესუმ ვალიეხოს, დანი სებალიოსს, ბრაიმ დიასსა და ლუკა იოვიჩს.