„მაინტერესებს, იზიარებს თუ არა მიშელი იმას, რომ მთავარი ღირებულება არის ერის თვითმყოფადობა, მისი საუკუნოვანი ტრადიციები და ოჯახი?“

„მაინტერესებს, იზიარებს თუ არა მიშელი იმას, რომ მთავარი ღირებულება არის ერის თვითმყოფადობა, მისი საუკუნოვანი ტრადიციები და ოჯახი?“

ორგანიზაციამ „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ დღეს ბათუმში სასტუმრო „შერატონთან“ აქცია გამართა. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერს მერაბ ჭიქაშვილ და მის ორგანიზაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან რამდენიმე გზავნილი აქვს:

„მე მაინტერესებს, იზიარებს თუ არა მიშელი იმას, რომ მთავარი ღირებულება არის ერის თვითმყოფადობა, მისი საუკუნოვანი ტრადიციები და ოჯახი? ოჯახი, რომელიც შედგება ქალი და კაცისგან, მამის და დედისგან, რომლებსაც ჰყავთ ერთი ან მეტი შვილი!

მე მაინტერესებს, რატომ ისჯებიან მოძალადეები მხოლოდ ულტრაკონსერვატორებისგან და არ ისჯება უმსგავსობა, ვანდალიზმი და ძალადობა, რომელიც მომდინარეობს ულტრალიბერალების მხრიდან? რატომ მაგალითად, შეიძლება დასაჯო „უცნობი“, რომელმაც ცარიელ ქვაზე დააწერა, რომ ღმერთი სიყვარულია, ხოლო ეკლესია, საპატრიარქო, პარლამენტი ან კანცელარიის შენობა რეგულარულად და დაუსჯელად იბილწება საღებავებით ან სხვა ნივთიერებებით ოპოზიციის მხრიდან? რატომ გმობს მიშელი მხოლოდ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და არ გმობს ბევრად უფრო საშინელ ძალადობას ჟურნალისტების მხრიდან სრულიად საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაზე იგივე მედიის მხრიდან, უკვე 20 წლის განმავლობაში?!“

 

Katana . ძააალიან გამიკვირდება, რომ შარლ მიშელი იზიარებდეს ამ ჩვენს ღირებულებებს!..
2 წლის უკან