ტოკიოში, ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს COVID-19 კიდევ 2 ათლეტს დაუდასტურდა, არცერთი მათგანი იაპონიის წარმომადგენელი არ არის. სულ დღეს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ კი ვირუსი ოლიმპიური სოფლის 15 ბინადარს დაუდგინდა.
ოლიმპიური თამაშები პარასკევს გაიხსნება.