რუსეთის ნიჩბოსნობის ფედერაციამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან თავისი გუნდი მოხსნა, რის მიზეზადაც დოპინგ კონტროლი დასახელდა.
როგორც ირკვევა რუსეთის ნიჩბოსანთა ნაკრების 2 წევრს: ნიკიტა მორგაჩოვს და პაველ სორინს, სისხლში მელდონიუმი აღმოაჩნდათ. ეს პრეპარატი სპორტსმენებს ძალების აღდგენაში ეხმარებათ, თუმცა მისი გამოყენება 2016 წლიდან არის აკრძალული.
დოპინგ კონტროლის გამო დაბლოკილი სპორტსმენების ჩანაცვლება სხვა კანდიდატებითაც შეიძლებოდა, თუმცა რუსეთის ნიჩბოსნობის ფედერაციამ ჩათვალა რომ სხვა კანდიდატები არც თუ ისე ღირსეულები იყვნენ ოლიმპიადაზე გამოსასვლელად და საკუთარი ოლიმპიური ლიცენზია ლიეტუვის ნიჩბოსანთა ნაკრებს დაუთმო.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. იაპონიის დედაქალაქში გასამართ ღონისძიებაზე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები 11 სპორტულ სახეობაში, 35-ი სპორტსმენით არის წარმოდგენილი.