„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა და კრიშტიანუ რონალდუ უახლოეს დღეებში კონტრაქტის გახანგრძლივების საბაბით მიუსხდებიან მაგიდას - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, ტურინულ კლუბს პორტუგალიელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება 2023 წლამდე სურს, იმ პირობით, რომ კრიშტიანუ ხელფასის შემცირებას დათანხმდება. ახლა რონალდუ წელიწადში ჯამაგირად 31 მილიონ ევროს იღებს. ახალი შეთავაზებით კი ეს თანხა 20 მილიონამდე დაიწევს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. გასულ სეზონში კი 29 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.