„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში თავის თავდამსხმელთან, ლორენცო ინსინიესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საუბარს აპირებს. ნეაპოლელები ფეხბურთელის შვებულებიდან დაბრუნებას ელოდებიან, რათა დაარწმუნონ, გუნდში დარჩეს - გვამცნობს Corriere dello Sport.
პრობლემა შეიძლება ის გახდეს, რომ ინსინიეს ჯამაგირის გაზრდა სურს, კლუბი კი პირიქით, ანაზღაურების დაკლებაზე აპირებს საუბარს.
ინსინიემ გასულ სეზონში ჯამში 48-ჯერ მოირგო „ნაპოლის“ მაისურა, 19 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.