რომელ ქართველ პოლიტიკოსზე დებს ფსონს ამერიკა?!

რომელ ქართველ პოლიტიკოსზე დებს ფსონს ამერიკა?!

ერთ დროს ამერიკამ ფსონი დადო ახალგაზრდა პოლიტიკოსზე - მიხეილ სააკაშვილზე და არ ელოდა, რომ სააკაშვილი ამდენ საფიქრალს გაუჩენდა, განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. დღესაც ამერიკის ისტებლიშმენტში ამერიკის ერთგულების პრიზმაში აკვირდებიან ქართველ პოლიტიკოსებს იმ სამომავლო განზრახვით, ვისზე შეუძლიათ ფსონის დადება.

ამიტომაც მოუხშირეს ქართველმა პოლიტიკოსებმა ამერიკაში ჩასვლას ერთგულების დასამტკიცებლად. მათ შორის, გამონაკლისი არც გიორგი გახარია აღმოჩნდა, რომელიც ვაშინგტონში ჩასვლისას ისეთ მახეში გაება, რომ მესამე პრეზიდენტთან მის კონსპირაციულ შეხვედრაზე აალაპარაკა ყველა, მათ შორის, პრეზიდენტყოფილის უტაქტო შეფასებაც დაიმსახურა.

მთლიანობაში, ვაშინგტონში პარტნიორებთან ვიზიტს გახარია ნაყოფიერად აფასებს - შეხვედრები უშიშროების საბჭოში, ადმინისტრაციაში, წარმომადგენლობითი შეხვედრები.

შეიძლება თუ არა, სააკაშვილის მსგავსად, ასევე, დაიდოს ფსონი გახარიაზე და გახარიასაც სინჯავდეს ამერიკა, რამდენად მყარი პარტნიორი იქნება იგი?!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ფიქრობს, რომ ასეთი დასკვნის გაკეთება ნაადრევია. მისი აზრით, საეჭვოა, აშშ-ში ვინმეზე, ან გახარიაზე, ან ამერიკაში მყოფ რომელიმე პარტიაზე ფსონს დებდნენ, უბრალოდ, მათ ინტერესშია, ყველა პოლიტიკური მოთამაშე კარგად გაიცნონ და გაიგონ მათი ხედვები. ეს ჩვეულებრივი პროცესია და ყველა პოლიტიკურ ძალას, იქნება ეს გახარია, „ქართული ოცნება“, თუ ნებისმიერი სხვა, ყველას ხვდებიან ვაშინგტონში და შეხვედრაზე უარს არავის ეუბნებიან.

„ჯერ კიდევ ნაადრევია ასეთი ფსონის დადება, მაგრამ ვფიქრობ, მომავალი უახლოესი 6 თვე იქნება გარდამტეხი და გამოჩნდება, ვინ რა ძალას წარმოადგენს, ვინ რომელ ველზე თამაშობს და ა.შ. ჩვენც ვგეგმავთ შეხვედრებს შეერთებულ შტატებში, ვგულისხმობ გიორგი ვაშაძეს და ჩვენს გუნდს, სხვათა შორის, ძალიან ახლო კონტაქტები გვაქვს დიპლომატებთან, როგორც საქართველოში მოღვაწე ელჩებთან, ისე შეერთებული შტატების სენატორებთან, რომლებთანაც ყოველდღიურ ურთიერთობაში ვართ. ნორმალური პროცესია, როცა ამერიკელები ინტერესდებიან აქ არსებული პოლიტიკური ძალებით“,-აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ for.ge-სთან საუბრისას.

აქტივისტი გურამ ფალავანდიშვილი ამერიკაში ჩვენი პოლიტიკოსების ვიზიტებს სულთნის კარზე სტუმრობად აღიქვამს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, როცა ყველა უმტკიცებდა სულთანს თავის ერთგულებას.

„სხვათა შორის, გახარიას მოადგილე, მეორე ადამიანი პარტიაში, არის ლგბტ-ეების დამცველი ზონდერ ქალბატონი, რომელმაც შსს-ში დააარსა ლგბტ-ეების მოწინააღმდეგე ხალხის დასჯის ორგანიზაცია. ახლა გახარიაც ამერიკაში ჩადის და ამერიკელ პატრონებს ეუბნება, მე თქვენი მონა ვარ, ისინიც არჩევენ, ვინ უფრო მეტად დაემორჩილება. მე არ ვიცი, რამდენით მეტი მონაა გახარია, შეიძლება ნაკლები მონა არ არის ბოკერია, მაგრამ ბოკერია ჩვენმა ხალხმა უკვე შეიძულა. ამერიკელებს კი უნდათ უფრო სიმპათიური მონა, არ არის გამორიცხული, გახარიაზე შეაჩერონ არჩევანი“, - გვითხრა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისივე შეფასებით, ქართველი ერი რამენაირად უნდა გამოფხიზლდეს. ეს ძალიან რთულია, რადგან მთელი ტელევიზიები ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას, ხალხი ზომბირებულია ისევე, როგორც თავის დროზე ჩვენს საზოგადოებას კომუნისტური პარტია მოსწონდა, რადგან მოტყუებულები იყვნენ. ახლაც ხალხს ჰგონია, რომ ეს ელჩები ჩვენი დამხმარეები არიან, რომ ისინი ებრძვიან რუსეთის ოკუპაციას, სინამდვილეში, გურამ ფალავანდიშვილის აზრით, ქართველი ერის დაპყრობა მიმდინარეობს. თანაც, დაპყრობა ხდება „ცივილურად“, ძალიან ცუდი ძალის მიერ, რომელსაც თავის ქვეყანაშივე ჰყავს ბევრი მტერი.

„საშინელმა, სატანურმა იდეოლოგიამ უკვე დედა უტირა ევროპას, ამერიკას და სხვა ქვეყნებზეც გადმოვიდა, ანუ თავის გარშემო რაც არის, ყველაფერს ანადგურებს, ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენც. თავის დროზე რუსი კი არ იყო ცუდი, არამედ კომუნისტური პარტია იყო ცუდი რუსეთში, ახლაც ამერიკელი კი არ არის ცუდი და ინგლისელი, არამედ ლგბტ დიქტატურაა ცუდი“, - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ ლევან ვასაძეც და მისი თანამოაზრენი სწორედ დასავლეთში ხედავენ მოკავშირეებს.

Aburjga Tasmanieli დოღია? საქართველო იპოდრომია?! ამერიკა ვინ ჩემი ...ა, რა ფსონს დებს?! გაათრიეთ საქართელოდან საერთოდ ეს ეშმაკის ფეხის მკვნეტელნი! რუსეთი თუ ისევ დაგვიპყრობს ერთმანეთი დაქინძეთ ახლავეო ამას მაიც არ მოგვთხოვს! ან ვისგან და როდის დაგვიცვეს ამ .... აფეთქებულმა ამერიკამ და ევროკავშირმა?!
2 წლის უკან