„რადიკალურ ოპოზიციას თუ აქვს მოლოდინი, რომ ლევან თარხნიშვილს დავნიშნავთ, ცდებიან“

„რადიკალურ ოპოზიციას თუ აქვს მოლოდინი, რომ ლევან თარხნიშვილს დავნიშნავთ, ცდებიან“

ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტის დასაკავებლად კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა: ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი. თუმცა, ამ რვა კანდიდატიდან მხოლოდ ორი შეირჩა - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი და ისინი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა. ახალი საარჩევნო რეფომის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პარალელურად, პარლამენტმა ცესკო-ს წევრობის კანდიდატებიც უნდა აირჩიოს. ამ ადგილისთვის კი წარდგენილები არიან: გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, თამარა სართანია და მაია ზარიძე.

ახალი ხელმძღვანელის შერჩევა შეცვლილი საარჩევნო კოდექსით უნდა მოხდეს. კანონმდებლობა 28 ივნისს დაამტკიცა პარლამენტმა.

ახალი წესით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს. ამის შემდეგ, ძველი წესისგან განსხვავებით, ამ თანამდებობაზე პირს აირჩევს მხოლოდ პარლამენტი. მანამდე, თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევდა ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან პარლამენტი. ამასთან, კანონში გაიწერა, რომ თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატთა მინიმუმ 2/3 (100 ხმა) დაუჭერს მხარს, მას 5 წლით აირჩევენ, ხოლო სხვა შემთხვევაში - 6 თვით. კერძოდ, თუ 2/3-ზე ნაკლები დეპუტატი დაუჭერს მხარს მას, საერთო რაოდენობის უმრავლესობა იქნება საჭირო, რომ კანდიდატი 6 თვით აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარედ. ამჟამად, „ქართულ ოცნებას“ 84 მანდატი აქვს, ცესკოს თავმჯდომარის სრული ვადით ასარჩევად კი, ოპოზიციის ხმებიც იქნება საჭირო.

გუშინ, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებს უსმენდნენ. მოსმენას ოპოზიციიდან სულ რამდენიმე წუთი „ნაციონლური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდა, რომელმაც კანდიდატებს კითხვები არ დაუსვა, თუმცა, სხდომაზე ხმაური გამოიწვია და ამის შემდეგ დარბაზი დატოვა.

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ხელისუფლება ცესკოს თავმჯდომარეს, შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ირჩევს. ზარქუას იმედი აქვს, რომ პარლამენტი ცესკოს ახალ თამჯდომარს არა 6 თვით, არაედ 5 წლის ვადით აირჩევს.

„დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს. თქვენ იცით, რომ ქალბატონი თამარ ჟვანია გადადგა. მე მინდა მას მადლბა ვუთხრა იმ გაწეული საქმიანობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პერიოდი ლანძღეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უსაფუძვლოდ. ეუთო/ოდირის დასკვნაში, სადაც ცალსახად იყო განმარტებული, რომ ოქტომბრის არჩევნებზე იყო ხარვეზები, ამას არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა დაცული იყო და ამის შესაძლბლობა ყველას ჰქონდა. ეს არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც ევროპამ დადო. შემდეგ, არასამთავრებო სექტორმაც აღიარა, რომ მათ ჰქონდათ ფორმულაში შეცდომა და ეს პრობლემაც მოიხსნა. თუმცა, არიან რადიკალური ჯგუფები მათ შორის ისეთი პარტიები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რევოლუციური გზით ცხოვრება, მაგრამ ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, რადგან დღის წესრიგში დადგა ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატებს არჩევდა, შეირჩა ორი კანდიდატი. პირადად ამ ორ კანდიდატს არ ვიცნობ, თუმცა საშუალება გვაქვს მათ კითხვები დავუსვათ და მათი გამოცდილება უკეთესად გავიცნოთ. ვთვლი, რომ ეს პროცესი ღიად და გამჭირვალედ ჩაივლის და საქართველოს ახალი ცესკოს თავმჯდომარე ეყოლება, განახლებული სისტემით.

ვისურვებდი, რომ ახალი თავმჯდომარე 5 წლით ავირჩიოთ. თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, მაშინ უნდა განმარტონ რატომ - არა? ვინმეს თუ აქვს მოლოდინი, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ლევან თარხნიშვილს დავნიშნავთ, ცდებიან. თუმცა გვახოვს, რომ მათი სამართლიანობის საზომი თარხნიშვილი იყო და რასაც სააკაშვილი დაუკვეთავდა, იმ შედეგს წერდა. ასეთი რამ აღარ იქნება, ეს გამორიცხულია. თუ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, ამ შემთხვევაში 5 წლით ავირჩევთ, თუ არა და 6 თვით და შემდეგ უკვე სიტუაცია გვანახებს რა და როგორ იქნება“, - განუცხადა ირაკლი ზარქუამ for.ge-ს.

ირაკლი ზარქუას კითხვას, თუ რატომ არ მოსწონს ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, „ნაციონალური მოძრაბის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი პასუხობს:

„საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა უნდა მოხდეს პარლამენტის 2/3-ით, რომელიც მაღალ ქვორუმს ითხოვს და ასევე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსენსუსს. მოლოდინი გვქონდა, რომ ეს კონსენსუსი შედგებოდა და ისეთი კანდიდატები იქნებოდნენ წარმოდგენილნი, რომლებიც მოგვცემდა საშუალებას, რომ მხარი დაგვეჭირა და საზოგადოებაში ნდობა აღგვედგინა. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ „ქართული ოცნებიდან“ ჩვეულებრვი ტრადიციული ილეთი, როდესაც ისინი არ უწევენ ანგარიშის არც საერთაშორისო ვალდებულებას, შარლ მიშელის დოკუმენტს ვგულისხმობ, არც საარჩევნო კოდექსით აღებულ ვალდებულებას. შემოგვთავაზეს ისეთი კანდიდატურები, რომლებიც ვერც ნდობას იმსახურებენ, ვერც კვალიფიკაციით და ვერც ფსიქო-მენტალური მომზადებით არ შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობას. ისინი არსებულ საარჩევნო სისტემას წარმოადგენენ. ყველამ კარგად ვიცით, ამ საარჩევნო სისტემის მიმართ როგორი ნულოვანი ნდობა არსებობს. ნაცვალდ იმისა, რომ ისეთი კანდიდატები შეგვერჩია, რომლებიც ამ ნდობას დააბრუნებდნენ, პირიქით, „ქართული ოცნება“ ტრადიციულ გზას მიჰყვება - ძალადობს. ამ პროტესტში ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენთან არიან აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც საკონკურსო ეტაპზე მონაწილეობდნენ, მაგრამ მხარი არ დაუჭირეს კომისიის თავმჯდომარის ორ კანდიდატს. ჩვენ საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, შედეგად გვექნება ის, რომ პირველ კენჭისყრაზე ეს კანდიდატები ხმების 2/3-ს ვერ მოაგროვებენ. შემდგომ, „ქართული ოცნება“ გამოიყენებს თავის ილეთს და მესამე კენჭისყრაზე 6 თვის ვადით დანიშავს კომისიის წევრებს. ეს 6-თვიანი ვადა რაში სჭირდებათ? - კონკრეტული ამოცანა აქვთ შეასრულებელი, თვითმმართველობის არჩევნებისათვის, რომელიც მარტო ადგილობრივი არჩევნები არ არის, არის რეფერენდუმი - დარჩება თუ არა ხელიუფლებაში „ქართული ოცნება“. ძალიან კარგად იციან მათ, თუ როგორ დასრულდება მათთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მათ სასიცოცხლოდ ისეთი ადამიანები სჭირდებათ, ვინც ყველაფერზე წავლენ, როგორც ჟვანია წავიდა ყველაფერზე, ასევე კალანდარიშვილიც წავა ყველაფერზე, რომელსაც უპირებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარედ აირჩიონ“, - გვითხრა ლევან ბეჟაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას ცესკოს თავმჯდომარის არჩევსთან დაკავშირებით ტრაგიკომედიას უწოდებს. მისივე თქმით, შესაძლოა, ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით აირჩიონ, შესაძლოა, დამტკიცების პროცესს სხვა ოპოზიცია შეემატოს და 5 წლით აირჩიონ.

„საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამხმარე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პარტიული საქმიანობით არის დაკავებული, ყოველთვის აკეთებენ ურთიერთგამომრიცხავ, არაადეკვატურ განცხადებებს, ეს იქნება საარჩევნო პროცესი, არჩევნების შედეგები თუ სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც სწორედ საარჩევნო პროცესს უკავშირდება. ტრაგიკომიკურია ამ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული განცხადებები, რომლებმაც რამდენიმე თვე იმის მტკიცებაში გაატარეს, თურმე ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ახლა კი უნდობლობას უცხადებენ, ოღონდ არა ფაქტებით, არამედ აღქმებით. ეს არის სწორედ ტრაგიკული. დამახინჯებული აღქმებით ხელმძღვანელობა დესტრუქციულ პოლიტიკოსებს ახასიათებთ. მიუხედავად ყველაფრისა, იმედი მაქვს, პარლამენტი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განუცხადა გია აბაშიძემ for.ge-ს.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.

trampi გოგორიშვილი აჯობებს
2 წლის უკან
გრიგორი თარხნიშვილი სჯობს . ქმარი არჩევნებს გააყალბებს, ცოლი გამოკითხვებს !
2 წლის უკან
trampi მე მაინც გოგორიშვილი მირჩევნია.....ეგ კარტოჟნიკი შულერივით მაგარია, ნაცები სუ პირველ ადგილზე იქნებიან
და მერე შენ დაუკააარ ..... წავიდაააა.....
2 წლის უკან
Maverick ბატონებო დანიშნული ბანქოთი თამაშობთ? ???

არ გამოვა, მაგ 2 ნაცმიდრეკილ პოლიტრიკოსს 3 ტუზი სახელოში აქვთ მუდამ ჩადებული, ლოგინშიდაც არ იშორებენ!???
2 წლის უკან
trampi შენ ბანქო უძახე და ცეესკოს სხვა თავჯდომარე მაგათ გასაგონადაც არ უნდათ ....
2 წლის უკან