„ხალხი ბრძოლით კი არ დაიღალა და აქციებზე ამის გამო არ გადის, უბრალოდ, „ნაცმოძრაობისთვის“ ბრძოლა არ უნდა“

„ხალხი ბრძოლით კი არ დაიღალა და აქციებზე ამის გამო არ გადის, უბრალოდ, „ნაცმოძრაობისთვის“ ბრძოლა არ უნდა“

როდესაც ისტერიული კონტექსტი მძლავრობს და ტრაგედიის გამოყენებას პოლიტიკოსები და ოპოზიციასთან აფილირებული მედია კონკრეტული მიზნებისთვის ცდილობს, ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რთულია მიაგნოს ფაქტებს, სადაც მას ატყუებენ. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობის შესახებ ოპოზიციამ ანალიზი ვერ გააკეთა, რადგან ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პრობლემების მიუხედავად, მათ დაძახილზე ქუჩაში არ გადიან. პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის უკვე დიდი ხანია კომუნიკაცია დაკარგულია.

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მუდმივად მათ ისტერიკაში ჩაგდებას ცდილობს და ამისთვის მედია საშუალებებს კარგად იყენებს. ზუსტად ასე ხდება უკვე ბოლო რამდენიმე დღეა, როცა 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ სახლში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია ტრაგედიის გამოყენებას შეეცადა და საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლსიკენ მოუწოდა. მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე ნამდვილად მივიდა, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ამ ტრაგედიის გამოყენებას ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობდა, მათგან დისტანცირება დაიწყეს. მოსახლეობამ დაინახა, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებმა პოლიტიკური მუხტის აწევა საკუთარ თავზე აიღეს, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა არა ერთი მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ შეძლეს. თუმცა აქაც შეცდნენ, რადგან საზოგადოებას ქუჩაში დგომა და ბრძოლა „ნაციოანლური მოძრაობის“ უკან დასაბრუნებლად არ უნდა.

მედიის წარმომადგენლები მოსახლეობას შაბათს ისევ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და კვლავ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

„სწორედ ეს ხალხი დაგასრულებს შენ, ვინც ამ მოედანზე იდგა და თავის მოვალეობას ასრულებდა. პრემიერ-მინისტრო, შენ ამ ხალხს დაჰპირდი სიკვდილს და შენ ეს ხალხი გიპასუხებს ისე, როგორც საჭიროა. ან თქვენ იქნებით ხელისუფლებაში, ან ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და თუ ჩვენ არ ვიქნებით, ამ ქვეყანაში ჩამოწვება წყვდიადი და წყვდიადი არ არის ის, რისთვისაც ვცხოვრობთ, ვზრდით ჩვენს შვილებს, წყვდიადი არ არის ის, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენ გავანათებთ რუსთაველს, ჩვენ დავამარცხებთ ბოროტებას, უსათუოდ დავამარცხებთ!“ - განაცხადა „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ აქციაზე.

მმართველი პარტია მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. ბოიკოტი „ოცნებამ“ „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“, „ფორმულას“ და „კავკასიას“ გამოუცხადა. მათი თქმით, ისინი არ გააკეთებენ კომენტარს მედიასთან, რომლებიც კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსაურება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ლექსო რაშქარავას ტრაგიკულ გარდაცვალებას საზოგადოება განიცდის და კითხვებს სვამს, მაგრამ იმასაც კარგად ხედავენ, ტრაგედიის გამოყენება ვის და რატომ უნდა. ამიტომ არის, რომ დავით სარალიძის მკვლელობის მსგავსად ახლაც არ უნდათ ტრაგედიის გამოყენება ვიღაცამ პოლიტიკური მიზნებისთვის სცადოს. აქციის პირველ დღეს მივიდნენ, თავისი დამოკიდებულება გამოხატეს, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტი ეძლევა, მისგან დისტანცირება დაიწყეს.

„საზოგადოებას, რა თმა უნდა, ოპერატორის გარდაცვალებაზე კითხვები აქვს და პროტესტსაც გამოხატავს იმაზე, რაც 5 ივლისს მოხდა. თუმცა ვერც ოპოზიციამ და ვერც მათთან აფილირებულმა მედიამ ვერ ისწვალა, რომ უფლებების დაცვაზე და ძალადობაზე ის ადამიანები არ უნდა ალაპარაკონ, რომლებიც წლების განმავლობაში ხალხს ქუჩაში ხვერტდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. არავის დავიწყებია მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც „ორ ტრუპს“ ითხოვდა. ამიტომაც არის, რომ მათ დაძახილზე ხალხი ქუჩაში არ გადის. არა იმიტომ, რომ ბრძოლა არ უნდათ, რამეს არ აპროტესტებენ და ეს მთავრობა ვინმეს გულზე ეხატება, არა, მის შემცვლელს ვერ ხედავენ.

ჩვენს მოსახლეობას ბრძოლა „ნაციონალების“ უკან ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის არ უნდა. თუკი გამოჩნდება მესამე ძალა, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნდობა ექნება, რა თქმა უნდა, გამოვა. თუკი დარწმუნდებიან, რომ „ნაციონალები“ უკან ხელისუფლებაში არ დაბრუნდებიან და ამის საფრთხეს არ დაინახავენ, ისევ იბრძოლებენ. ამას კი ოპოზიცია ვერ ხვდება. ისევ და ისევ, იგივე პოლიტიკური ლიდერებით ხალხს გარეთ ამოსვლისკენ და რევოლუციისკენ მოუწოდებენ. ჰგონიათ, რომ ჩვენს მოსახლეობას ჭკუა არა აქვს. ქართველ ხალხს თევზის როლში ყოფნა არ უყვარს, როცა ვიღაცა მათზე ანკესით ნადირობს და მათ გამოყენებას ცდილობს. ამას კი ჩვენი პოლიტიკოსები ვერ მიხვდნენ“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს მოვლენები და ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა 5 ივლისს არ დაწყებულა. ამისთვის მზადება უფრო დიდხანს დაიწყო. ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ როგორც კი, ქვეყანაში, ასე თუ ისე, პროცესები კარგი დინამიკისკენ იძვრება, ოპოზიცია პოლიტიკური ტემპერატურის აწევას იწყებს და ჩასაფრებულები რადიკალური ჯგუფები ქვეყნის არევას იწყებენ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოვლენებმა ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს. ანალიტიკოსი იხსენებს გუბაზ სანიკიძის და ინგა გრიგოლიას ეთერს, სადაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ვიღაცა უნდა მომკვდარიყო და ეს ინფორმაცია მოსკოვიდან მიიღო.

„ეს ადამიანები ჟურნალისტები აღარ არიან, რადგან მათ თავიანთი რადიკალური მოწოდებებით პოლიტიკაში შესვლა დაიწყეს. ვნახეთ, რომ პირდაპირ მედიის წარმომადგენლები პრემიერ ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ულტიმატუმის ენით ითხოვენ და ამბობენ, რომ ამას პირადად თავად ჩაიბარებენ. რაც არ უნდა მოგვწონდეს, ან არ უნდა მოგვწონდეს, ისინი მედიას უკვე შორდებიან. ეს ადამიანები პირდაპირ პოლიტიკური აქტივი ხდებიან და რადიკალური დაჯგუფებების მსგავსად ქვეყანაში დაძაბულობას ქმნიან.

მეორე პოლიტიკური ნაბიჯი რაც მედია მენეჯერებმა გააკეთეს, ის იყო, როცა რუსთაველის მოედანი ვერ გაავსეს, „ოცნების“ ოფისისკენ გადაინაცვლეს, რათა დაძაბულობა გამწვავებულიყო და ხალიხსთვის ეჩვენებინათ, რომ ვითომ ფართომასშტაბიანი აქციაა და გამწარებული ხალხი რა დღეშია. არა და უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთდღიანი პროტესტის შემდეგ აქციებზე მოქალაქეების რიცხვი იკლებს. ამასაც თავისი ლოგიკური მიზეზი აქვს. ეს არის „ნაციოანლური მოძრაობის“ მიმართ უნდობლობა და ზიზღი. როგორც კი მათთან, არ აქვს მნიშვნელობა, მედია იქნება თუ კონკრეტული ჟურნალისტების აფილირება ხდება, ხალხი მათგანაც დისტანცირებას ახდენს. ადამიანები, რომლებიც ძალადობას გმობენ, სამართალდამცველებზე ძალადობენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ამცირებენ, გგონიათ ხალხი ამას ვერ ხვდება? ვერ ხედავენ მედიის წარმომადგენლების უკან ვინ იმალებიან?“, - ამბობს ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ხალხი კარგად ხედავს რადიკალური მედია, ბატონების დავალებას როგორ ასრულებს და საზოგადოებას დეზინფორმაციით და ფეიკნიუსებით წამლავენ. დაინახეს პარლამენტში შევარდნილი მედია მენეჯერები, რომელბიც როგორც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ასევე პოლიტიკური დავალებებით მოქმედებენ. „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ მათ ხალხი ქუჩაში არ მიჰყვება და ახლა წინ მედია დაიყენეს, რომელთა მეშვეობითაც ტემპერატურის აწევა უნდათ: „ამათ ჰგონიათ, ხალხი ანალიზს ვერ აკეთებს და ფაქტებს ერთმანეთთან ვერ აკავშირებს. ამიტომაც ხალხი არც შაბათს მივა და რაც ჩაიფიქრეს არც ის გამოუვათ“.

trampi აკი უმრავლესობა ჩვენა ვართ და ხალხს ჩვენ უყვარვართო?
აბა რატო არ გადის ხალხი მაგათ დაძახილზე??
იმიტომ რომ ჩათლახები არიან, ჩათლახები!!!
და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის
2 წლის უკან