იტალიურმა „ნაპოლიმ“ ჯოვანი დი ლორენცოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. „აძურის“ ვებგვერდის ცნობით, იტალიელი მცველი გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
დი ლორენცოს ძველი ხელშეკრულება კი ძალაში 2025-წლამდე იყო და შესაბამისად, ის 1 წლით განახლდა.
ჯოვანი დი ლორენცო „ნაპოლიმ“ 2019 წელს „ემპოლიდან“ დაიმატა და მას შემდეგ 95 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. 27 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და იტალიის ნაკრების მაისურით ევრო 2020-ზე დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუცვლელი ფიგურა იყო. მას „სკუადრა აძურას“ რიგებში 13 თამაში აქვს ჩატარებული.