„ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ უთხრა საზოგადოებას: „მე ისევ ის ბიჭი ვარ, რაც ვიყავი 9 წლის წინ და იგივეს გავაკეთებ, რასაც 9 წლის განმავლობაში ვაკეთებდი“

„ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ უთხრა საზოგადოებას: „მე ისევ ის ბიჭი ვარ, რაც ვიყავი 9 წლის წინ და იგივეს გავაკეთებ, რასაც 9 წლის განმავლობაში ვაკეთებდი“

„ის ძალადობის ფაქტი, რომელიც პარლამენტში განხორციელდა, დემოკრატიასთან და დასავლურ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. თუნდაც, ის, რომ კონკრეტული ტელევიზიის დამფუძნებელი და მათ შორის, სხვა მედიის სშუალებების წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში სრულიად უკანონოდ შემოიჭრნენ“, - ასე აფასებს მმართველი გუნდის წარმოამდგენელი გურამ მაჭარაშვილი for.ge-თან ინტერვიუს დროს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს.

გურამ მაჭარაშვილი: მსგავსი ფაქტების გამოა, რომ საზოგადოების უმრავლესობა ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ნაცვლად ჯანსაღი კრიტიკისა, რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს იმ ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რითაც საზოგადოებამ ეს ქვეყანა მოიყვანა. რატომ უკვირთ შემდეგ, რომ საზოგადოება მხარს არ უჭერთ, ეს მე ძალიან მაოცებს. ამიტომ, მათ პარლამენტში გახორციელებული საქციელით, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე, ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ უთხრა საზოგადოებას: „მე ისევ ის ბიჭი ვარ, რაც ვიყავი 9 წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი. 9 წლის შემდეგაც ეს ვარ და იგივეს გავაკეთებ, რასაც 9 წლის განმავლობაში ვაკეთებდი“.

თუმცა, ეს ყველაფერი დაიწყო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. სწორედ ამას მოჰყვა პარლამენტში შეჭრაც...

- პარლამენტში შემოჭრა ამ ფაქტს არ მოჰყოლია. ეს ფაქტი სულაც არ იყო დამდგარი, როდესაც ისინი რამდენიმე თვის წინ ქუჩის ბლოკირებას ცდილობდნენ და შემდეგ, პარლამენტში ნახევრად შემოვიდნენ. ახლა ხან მუშაობენ და ხან არა. მათი ბუნება თავსებადი არაა ნორმალურ პოლიტიკურ პროცესთან.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ადამიანის გარდაცვალებას ეხება, ამაზე ჩვენ მწუხარება გამოვთქვით. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შსს-ს ბრიფინგებიდან და მედპერსონალის ბრიფინგებიდან გახდა ცნობილი, ლექსო ლაშქარავას საავადმყოფოდან გამოწერის პროცესში არარანაირი პრობლემები აღარ ჰქონდა. შუალედურმა ექსპერტიზამ რაც თქვა, სავარაუდოდ, ეს ფაქტი არ იქნებოდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ამის მიუხედავად, მის მიმართ რა ძალადობაც განხორციელდა, დაუშვებელია და 4 თუ 5 ადამიანი კონკრეტულად ოპერატორის ცემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშია მიცემული. მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შენ ხელისუფლების გადადგომა მოითხოვო. სამწუხაროდ, ძალადობები ნებიმიერ სახელმწიფოში ხდება. ცუდი იყო, რაც 5-6 ივნისს მოხდა.

თქვენ ამბობთ, რომ ცუდი რამ მოხდა და როგორ ფიქრობთ, არ შეიძლებდა ისე მომხდარიყო, რომ სამართალდამცველებს მედიის წარმოამდგენლები დაეცვა და ამდენი ჟურნალისტის ცემა არ მომხდარიყო?

- თქვენ როგორ გგონიათ, პოლიციას შეეძლო დაცვა და არ დაიცვა? პირველ ყოვლისა, ვის ინტერესებში შედიოდა, რომ ეს ძალადობა არ მომხდარიყო, თუ არა ხელისუფლებისა და პირველ რიგში - პოლიციის, რათა ეს ყველაფერი მინიმუმამდე აღეკვეთა. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა აქციები რამდენიმე ლოკაციაზე. აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელური პარლამენტში დაბარებულია, მოვა და მასთან კითხვები ჩვენც გვაქვს და აუცილებლად დავუსვამთ. მან კი დაახლოებით მიზეზი აღწერა, სწრაფად რატომ ვერ მოხერხდა ამის პრევენცია, თუმცა, მოვა და ამ ყველაფერს დეტალებში იტყვის. არ შეიძლება, რომ ნებისმიერი პროცესი, მათ შორის პირადი ოჯახის ტრაგედია გამოიყენო პოლიტიკური დივიდენდის მოსაპოვებლად. ამას ოპოზიცია აქამდეც აკეთებდა და ამის შემდეგაც გააკეთებს. იცით, რისი თქმა მინდა ამით, პრობლემა ის კი არ არის, რომ ოპოზიციას განსხვავებული აზრი აქვს, მათ მთავრობის დამხობა უნდათ. „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიცია რა დღეში ჩააგდეს, ნახეთ. სლოგანი აქვთ „არა ძალადობას“ და ძალადობით მოდიან, ანუ მე ვამბობ ჩემს მიმართ არა ძალადობას, მაგრამ შენს მიმართ ძალადობას ისევ გამოვიყენებო და თქვენ ნახეთ, ფიზიკური ძალადობა პოლიციის მიმართ გამოიყენეს. მათთმა ბელადმა უკრაინიდან დააანონსა, რომ პოლიციას უარეს ვუზამთო. ანუ, ამ წინასაარჩევნოდ მშვენიერი ჟესტი გაუკეთეს თავის ამომრჩეველს, რომ აი, ასე ვაპირებთ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებასო. პრობლემა ეს არის და არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების გადაყენებას ითხოვს, რომელიც დემოკრატიის ჩვეულებრივი პროცესია.

პარლამენტში არეულობას რომ დავუბრუნდეთ და ოპოზიცია გავწიოთ გვერდით, არ შეიძლებოდა, რომ მედია საშუალებების წარმოამდგენლები შეგეშვათ საკანონმდებლო ორგანოში და დალაპარაკებოდით?

- მედია ისედაც შემოდის პარლამენტში. ახლაც, ვიდრე თქვენ გაგესაუბრებოდით 5-6 სინქრონი მქონდა. ბავშვი ხომ არავინ არაა, საზოგადოება გაიზარდა და ვის მოატყუებენ! ვატო წერეთელი სხდომათა დარბაზში შემოვიდა იმიტომ, რომ მოლაპარაკებები უნდოდა? ხომ ცხადი იყო, რისთვისაც უნდოდა შემოსვლა. თორემ, ჩვენ მედიასთან გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, მათ შორის კრიტიკულ მედიასთანაც. მაგრამ, იქ სადაც შესვლა არ შეიძლება და შენ ძალით შედიხარ, სადაც ჩანს, ნაციონალი ხაბეიშვილი როგორ უჯიკავებს მანდატურებს და ის ხალხი როგორ შემოჰყავს, ესაა პრობლემა, მეტი არაფერი. აგერ ნახეთ, გვარამია როგორ ხტოდა, თუმცა, რაც არ უნდა იხტუნონ, მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდნენ, რომ 3 ათასი წელი ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის გასწორებას, მაგრამ აქამდე მაინც მოვედით და ასეთი ტიპის რადიკალები ქვეყანას ნამდვილად ვერაფერს დაუშავებენ.

„ლელოს“ მოწოდება იყო, რომ ხელისუფლებას ბოიკოტი გამოუცხადონ და მთავრობა გადააყენონ. ამაზე რას ეტყოდით მათ?

- „ლელოს“ ეს მოქმედებები უკვე სასაცილოა. რა ბოიკოტი?! აქამდე ქუჩაში იყვნენ, შემდეგ ამერიკამ პარლამენტში ძლივს შემოიყვანა. ახლა კი, პოლიტიკური სიზარმაცე უნდათ. ჯერ ერთი, საპარლამენტო არადადეგებია, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მაშინ რიგგარეშე სესიები ჩატარდება. თან წინასაარჩევნო პერიოდია და ცოტა არასერიოზულობასთან გვაქვს საქმე. ერთს ვიტყვი, ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, რათა ხელისუფლებას კონკურენცია გაუწიოს. ერთ დღეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ხომ აღარ იქნება და ჩვენ გვინდა, რომ ჯანსაღ კონკურენციის პირობებში ხელისუფება იცვლებოდეს.

ბოლოდროინდელი მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე რამდენად იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე?

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მხარს გვიჭერენ და პატივს გვცემენ იმიტომ, მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვიბძროდით საკუთარი ღირებულებების დასაცავად - სიცოცხლის ფასადაც კი. დღეს, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცი თვითმიზანი კი არაა, არამედ სწორედ ამ ღირებულებების დასაცავად გამოსაყენებელი საშუალებებია.

trampi ამომივიდა უკვე ყელში ამათი უუნარობა ..... ლამის ყველა საქმეში
კანდელაკი და ზმანნი მისნნი დემაგოგია პროპაგანდაში 100-ით ნოლს უგებენ
კი მაგრამ ამ დებილებმა ინგლისური არ იციაან
ეტყობა არ იციან......ჰოოდა სხვა გზა არააა ინგლისურის მასწავლებელი მე უნდა ვუქირავო
2 წლის უკან