რა პირობა მისცა მესის ცოლმა ქომაგებს

რა პირობა მისცა მესის ცოლმა ქომაგებს

ლიონელ მესის ცოლი, ანტონელა რეკუზო არგენტინელი და კატალონიელი ქომაგების წინაშე პირობას დებს, რომ არგენტინის ნაკრებში ესოდენ მონატრებული ტრიუმფის შემდეგ ეცდება, ახალ სეზონამდე ქმარი სრულ სიმშვიდესა და იდილიაში ამყოფოს, რათა შემდეგ სეზონს ლაიონელი საუკეთეს განწყობით შეხვდეს.

ანტონელა ესპანურ ქალთა ჟურნალთან საუბარში ამბობს, რომ კოპა ამერიკის მოგებამ ლეო მესი უკიდურესად გააბედნიერა, თუმცა სწორედ ამ ტურნირმა წაიღო “ალბისელესტეს“ კაპიტნის ბოლო ენერგია და ემოცია, რასაც ცხადია აღდგენა ჭირდება, რადგან არგენტინელი შემტევი სამომავლოდ კიდევ დიდხანს აპირებს ბურთის გორებას.

არ იფიქროთ, რომ ანტონელა რეკუზოს ერთადერი მიზანი მხოლოდ სამი შვილის მოვლა და ლეო მესისთვის იდილიური გარემოს შექმნაა. ცოტა ხნის წინ ანტონელამ ბიზნესს მოჰკიდა ხელი და ლუის სუარესის ცოლ სოფიასთან ერთად ფეხსაცმლის მწარმოებელი ხაზი ჩამოაყალიბა. უნდა ითქვას, რომ ეს ბიზნესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.