ქალთა დუელი

ქალთა დუელი

ალისა აპსმა სახელგანთქმული და არაორდინალური ლედი გაგა სასიმღერო ვოკალურ დუელში გამოიწვია, რომელში გამარჯვებულიც 1 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

კონკურსის Madison Square Garden-ში ან ლონდონის O2 Arena ჩატარდება, სადაც ორივე მომღერალი შეასრულებს სიმღერების სერიას.

 

ალისა აცხადებს, რომ ლედი გაგა არის მხოლოდ პლასტიკური თოჯინა, რომელმაც მუსიკა ფულის კეთების  მანქანად აქცია.ეს კონკურსი აძლევს ხალხს საშუალებას აირჩიოს როგორი მუსიკა ურჩევნია-ხელოვნური თუ ბუნებრივი.

 

აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა ჯერ არ გამოხმაურებია ამ შემოთავაზებას.

 

ალისა აპსს ჯერ არ გამოუშვია სადებიუტო ალბომი, მაგრამ მისმა ვიდეო-კლიპმა სახელწოდებით "How Do I Make Right" 1.2 მილიონზე მეტი მნახველი ჰპოვა "Youtube"-ზე.

atb.ge