ნიდერლანდების ნაკრებისა და პსვ-ს შემტევმა, დონიელ მალენმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი შეიცვალოს.
The Anfield Talk-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის აგენტს „ლივერპულის“ და „დორტმუნდის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მალენმა ახალგაზრდულ დონეზე „აიაქსსა“ და „არსენალში“ თამაშიც მოასწრო, პსვ-ში 2018 წლიდან თამაშობს. ქვეყნის ნაკრებში კი 2019 წლიდან იძახებენ. „ნარინჯისფერთა“ მაისურით მან 13 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.