რობერტო მანჩინი:

რობერტო მანჩინი: "სიტყვები არ მაქვს, რომ ეს გუნდი დავახასიათო!"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მას საოცარი ფეხბურთელები ჰყავს და შეუძლებელი იყო თავიდან ამ ყველაფერზე ფიქრი.

„გოლი სწრაფად გავუშვით და თავიდანვე გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ვდომინირებდით, კარგები ვიყავით. არ ვიცი, რა ვთქვა, ბიჭები შესანიშნავები იყვნენ. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და გულშემატკივრისთვის. ბედნიერები ვართ, რომ კარგად ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ იტალია ზეიმობს. ახლა ბედნიერები ვართ.

ამაზე ფიქრი შეუძლებელიც კი იყო, მაგრამ მე საოცარი ბიჭები მყავს და სიტყვები არ მაქვს ამ გუნდთან დაკავშირებით. ჩვენი გზის გავლა ადვილი არ იყო, ფინალი ძალიან რთული თავიდანვე გახდა, მაგრამ შემდეგ ვდომინირებდით. პენალტებში იღბალიც საჭიროა და ინგლისელების გამო ვწუხვარ.

გუნდი ძალიან გაიზარდა და ვფიქრობ, რომ კიდევ შეუძლია მომატება. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ახლა იტალიელებს ძალიან გვიხარია“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა, როდესაც „სკუადრა აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. მას შემდეგ მან გუნდი გარდაქმნა და ევროპის ჩემპიონი გახადა. ამასთან, იტალიას 34 თამაშია არ წაუგია.