სააკაშვილის მოკითხვა „უცნობს“

სააკაშვილის მოკითხვა „უცნობს“

როგორც ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემა „საკანი 5“ - ში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძმასთან, გია გაჩეჩილაძესთან („უცნობთან“) მოკითხვა დააბარა.

„ვუთხარი, რაც ეს კაცი „საკანში“ ჩაჯდა, ისე შეიცვალა, რომ სიკვდილისთვისაც მზად არის და დიდი შესაძლებლობაა, თავი შემოგაკლას-მეთქი“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, მან პრეზიდენტს „საკანში“ გია გაჩეჩილაძესთან საუბარი შესთავაზა, რაზეც პრეზიდენტმა თავი გააქნია.

„ოპოზიციის ბრძოლა უნდა გაძლიერდეს და კიდევ უფრო რადიკალური გახდეს“, -  განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.