ვნებათაღელვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გარშემო

ვნებათაღელვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გარშემო

პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილავს დაუბრუნდა, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე, მოსამართლეთა კონფერენცია უზრუნველყოფს.

აღნიშნულ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით განიხილავს და საკითხზე მსჯელობა კამათის ფონზე მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა მოხდა, უმრავლესობის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას გულისხმობს, რეალობას დაუახლოვდება, ხოლო უმცირესობა ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

კერძოდ, მთავრობის მიერ მეორე მოსმენისთვის არსებული ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაღვრება - საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს საზოგადოების წამომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტი აირჩევს, რომელთათვის იმგვარი მოთხოვნები და კრიტერიუმებიდ დგინდება, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზრუნველყოფს მაღალი რეპუტაციის მქონე და დარგის აღიარებული სპეციალისტების მონაწილეობას.

ამას გარდა, ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის წარდგინების გარეშე. კანდიდატურის დასახელება კი, შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს და კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

ამასთან, ინიციატივით, ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი სააბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა.

ასევე, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი და კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.

პროექტის თანახმად, ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისგან.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციით, უზრუნვეყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭირვალეობა და საზოგადოებისთვის სხდომაზე განხორცელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწვდომობა.

საპარლამენტო უმცირესობა ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს და აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული.

როგორც for.ge-ს ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრებს უფლებამოსულება არ უნდა შეუწყდეთ, კანონპროექტით, გათვალისწინებულია, რომ ყველა წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება.

„გარდა ამისა, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს წვერები დამტკიცებულები მაქსიმალური კონსესუსით, ანუ, 2/3-ით უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, არსებული დებულებით, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას, პრიორიტეტი პარლამენტის უმრავლესობას ექნება. ამ შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ამ პროექტს მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

თანაგუნდელის მსგავსად, დავით საყვარელიძეც ფიქრობს, რომ უმრავლესობამ და იუსტიციის სამინისტრომ ის მთავარი პრინციპები არ გაითვალისწინეს, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაში ეწერა.

„პირველ რიგში, ეს ეხებოდა ოპოზიციური ძალის მონაწილეობას იუსტიციის საბჭოს წევრის არჩევის საკითხში. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ პირდაპირ დააფიქსირა, რომ უმრავლესობა ქვეყანაში ზოგადად ასე მუშაობსო. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს არსებულ წევრებს, მათ მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბჭოს წევრების პრაქტიკულად სრულად გადახალისება მოხდება და ისინი იუსტიციის საბჭოს წევრებად არ დარჩებიან, რაზეც ვენეციის კომისია იყო ძალიან კატეგორიული. ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ“, - განუცხადა for.ge-ს საყვარელიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის მტკიცებით კი, კანონპროექტი უმეტესწილად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეესაბამება და გარკვეული რეკომენდაციები, მხედველობაში მიღებული ძალიან დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტების გამო ვერ იქნა.

„ცვლილებას მხარს ოპოზიცია დაუჭერს თუ არა, ეს მათი საქმეა, მაგრამ როგორც ცნობილია, ამ პრინციპებს მხარი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ დაუჭირა. რაც შეეხება კვორუმის 2/3-მდე აწევას, ეს დონე არ შეიძლება იყოს, რადგან ასეთი მაღალი კვორუმი არ სჭირდება არცერთი თანამდებობის პირის არჩევას, რომელსაც პარლამენტი ირჩევს, მათ შორის არც პარლამენტის თავჯდომარეს, არც უზენაეს სასამართლოს თავჯდომარეს, არც უზენაეს სასამართლოს წევრებს, არც საკონსტუტიციო სასამართლოს წევრებს და უცნაური იქნებოდა ასეთი კვორუმი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის დაგვეწესებინა“, - აცხადებს ბარამიძე.

ოპოზიციონერების კრიტიკას არ იზიარებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძეც.

როგორც for.ge-ს შავგულიძემ განუცხადა, ვენეციის კომისიის მიერ გაზიარებული იქნა ძირითადი იდეა და პრინციპი, რომ ეს კანონპროექტი გაცილებით უფრო მეტად უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, ვიდრე იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების არსებული წესი, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას მმართველი ძალის პოლიტიკური გავლენის ქვეშ აქცევდა.

„ეს პრინციპი გაზიარებული იქნა და საჭიროა, იმ დემოკრატიული წესის შემოთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოკიდებულების უფრო მაღალ ხარისხს. რეკომენდაცია იყო, რომ საბჭოს დაკომპლექტება მოხდეს რბილად, არ გამოიწვიოს წყვეტა არსებული შემადგენლობის და ფაქიზი იყოს მიდგომა არსებული შემადგენლობის დათხოვისა. ვენეციის კომისიის შეფასებაა, რომ ეს კანონპროექტი პროგრესულია და უზრუნველყოფს მეტ დამოუკიდებლობას სასამართლო კორპუსისა და სასამართლო ხელისუფლების“, - აცხადებს დეპუტატი.

კანონმდებელის განმარტებით, კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტით, საერთოდ იკრძალებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ მოსამართლეთა არჩევა, რომელთაც იმავდროულად, ადმინისტრაციული თანანმდებობები ეკავათ.

„ამ შემთხვევაში, დაშვებული იქნა, რომ იმავდროულად, როდესაც კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარე არის მოადგილე, ის შეიძლება არჩეული იქნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად, მაგრამ იქნა დადგენილი გარკვეული ზღვარი თუ რა რაოდენობის ასეთი წევრი შეიძლება იყოს უმაღლეს საბჭოში და განსაზღვრული იქნა, რომ ასეთი შეიძლება იქნას სამი წევრი. ამის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული და კონსტანტინე კუბლაშვილმა თავად განაცხადა, რომ ეს კვოტა იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმების შედეგია და იმის განცხადება, რომ არ იქნა ვენეციის კომისის შენიშვნები გათვალისწინებული - მიუღებელია“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

უმრავლესობისა და მთავრობის მსაგავსად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კახა კოჟორიძეც მიიჩნევს, რომ ძირითადი რეკომენდაციები შეცვლილ ვარიანტში უკვე ასახულია.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციის მიზნით, პარლამენტს დამატებით შევთავაზეთ, რომ ის პირები, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ, ან პარტიის წევრები იყვნენ, მათ არ ჰქონოდათ უფლება, რომ პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული ყოფილიყვნენ, რაც იურიდიულმა კომიტეტმა არ გაიზიარა. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა, რაც პარლამენტმა გაითვალისწინა არის ის, რომ პირი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ამავდროულად ვერ იქნება მოსამართლეთა სადისციპლინო პალატის წევრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაქსიმალურად შემცირებული იქნება ძალაუფლების კონცენტრაცია კონკრეტული თანანმდებობის ხელში და მეორეს მხრივ, გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტი“, - განუცხადა for.ge-ს კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება გასული წლის ნოემერში მოხდა, ცვლილებები პირველი მოსმენით დეკემბერში იქნა მიღებული, თუმცა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაცნობის მიზნით, პარლამენტში ცვლილებების განხილვა შეჩერდა. ამჟამად კი, ცვლილებების განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.