არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი, კატალონიური „ბარსელონისგან“ ახალ კონტრაქტში ფინანსური გარანტიების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca წერს.
ფინანსური პრობლემების ფონზე კლუბის 34 წლის ფორვარდი, ითხოვს იმის გარანტიებს, რომ კონტრაქტით გაწერილ ხელფასს მიიღებს. ამასთან ფეხბურთელს აინტერესებს სად გადაიხდის გადასახადებს „ბარსელონისგან“ მიღებული ხელფასიდან, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ში ითამაშებს. ფორვარდი 2023 წელს MLS-ში გადასვლას გეგმავს.
2021 წლის 1-ელი ივლისიდან მესი თავისუფალი აგენტია. ის „ბარსელონიდან“ წასვლას, გასულ ზაფხულსაც გეგმავდა, თუმცა კლუბმა მას სთხოვა, რომ გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე ეთამაშა.
მესი „ბარსელონას“ რიგებში მესი 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.