პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სამომავლო კარიერასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. ამის შესახებ Jmania წერს.
გამოცემის ცნობით, ფორვარდი ტურინის „იუვენტუსში“ კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს. ახალი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ევროპის ჩემპიონატამდე ცნობილი იყო, რომ რონალდუ კლუბის შეცვლას გეგმავდა და „მანჩესტერში“ თამაშს აპირებდა.
მიმდინარე სეზონზე რონალდუს ანგარიშზე „იუვენტუსის“ რიგებში გატარებულ 45 მატჩში 37 გოლია. იტალიის ჩემპიონატში გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა.
რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მან ორჯერ მოიგო „სკუდეტო“ „იუვენტუსთან“ ერთად, ამასთან პორტუგალიელი „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელია, ასევე ხუთჯერ მოიგო „ჩემპიონთა ლიგა“, აქედან ოთხჯერ მადრიდის „რეალის“ რიგებში.