ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შვეიცარიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მისი გუნდი ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა.
„ძალიან გაგვიჭირდა, ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა. გაგვიმართლა ალბას გოლის მომენტში, მაგრამ შემდეგ მათ გათანაბრება მოახერხეს. გაძევებამ ყველაფერი შეცვალა. ესპანეთმა ნახევარფინალი ცალსახად დაიმსახურა. მხოლოდ მეორე თამაში ვერ ჩავატარეთ კარგად, მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვთამაშობდით და ნახევარფინალამდე ამიტომ მოვედით.
მიზანი? ტურნირის დაწყების დღიდან ვამბობდი, რომ ესპანეთი საუკეთესო რვა გუნდში იყო, ახლა უკვე ოთხეულში ვართ. ახლა ვნახოთ, სადამდე შეგვიძლია მისვლა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში 6 ივლისს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.