"ატალანტამ" არგენტინელი მეკარე დაიმატა

"უდინეზეს" აწ უკვე ყოფილი მეკარე ხუან მუსსო კარიერას "ატალანტაში" გააგრძელებს. როგორც ბერგამოელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. უდინელებმა კი ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღეს.

მუსსო "უდინეზემ" 2018 წელს "არგენტინული "რასინგიდან" დაიმატეს. გასულ სეზონში ხუანმა 36 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 52 გოლი და რვა შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მუსსო არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრია, თუმცა სათადარიგო მეკარეა და ამჟამად გუნდთან ერთად კოპა ამერიკაზე იმყოფება.