ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია

ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია "ჟილ ვისენტეს" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია "ჟილ ვისენტეში" ითამაშებს. პორტუგალიურმა გუნდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

26 წლის ფეხბურთელმა "ჟილ ვისენტესთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს შეუერთდა.

აბურჯანია პორტუგალიურ კლუბს, რომელიც უმაღლეს დივიზიონში თამაშობს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას პორტუგალიაში აქამდე არ უთამაშია.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანიამ რამდენიმე დღის წინ ესპანური „კარტახენა“ დატოვა. მას არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის გორის „დილაში“, „ლუგოში“, „ანორთოსისში“, „ხიმნასტიკში“, „სევილიას“ მეორე გუნდში, „ოვიედოსა“ და „ტვენტეში“, საქართველოს ნაკრებში კი 20 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.