ინფლაციამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა - როდემდე გაგრძელდება ეს განუკითხაობა?

ინფლაციამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა - როდემდე გაგრძელდება ეს განუკითხაობა?

2021 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 7.7% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით, ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან მოყოლებული ფასები განუწყვეტლივ იზრდება და მისი შეჩერება არავის, მათ შორს, ინფლაციაზე უშუალოდ პასუხისმგებელ ორგანოს - ეროვნული ბანკს არ შეუძლია.

როგორც სებ-ში აცხადებენ, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის (0.2 პროცენტული პუნქტით) და მზესუმზირის ზეთის (0.1 პროცენტული პუნქტით) გაძვირებამ იმოქმედა.

„წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას, 1.4 პროცენტული პუნქტით, კომუნალურ გადასახადები ახდენდა. როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, ამის მიზეზი მეტწილად კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულებაა.

მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც ნავთობპროდუქტები გააძვირა. მაისში საწვავის წილმა წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტულ პუნქტს მიაღწია. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 13.4 პროცენტით გაძვირდა, ხოლო სიგარეტის წილმა ინფლაციაში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამის გარდა, წინა პერიოდებში ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ სხვა პროდუქტების გაძვირებაზეც იმოქმედა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში, სადაცა ასევე აღნიშნულია, რომ სურსათის წლიური ინფლაცია 2.9%-ია, ხოლო მისი წილი მთლიან ინფლაციაში 0.9 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა.

რადგანაც საქართველოს იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ფასების ინდექსში საგარეო ფაქტორები ძალიან მოქმედებს, რომელიც მიმდინარე ეტაპზე საკმაოდ გაუარესებულია. შესაბამისად, ვითარების გამოსწორება ეროვნული ბანკს ევალება, თანაც ინფლაციის კონტროლი მისი ერთადერთი მოვალეობაა, რომელსაც უკვე წლებია ვერ ასრულებს.

სებ-ის წინააღმდეგ უკვე ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ინფლაცია უკვე მაკროეკონომიკურ გეგმებს აფერხებს:

„ინფლაცია ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევას ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს, რომ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველი იყოს, რათა ინვესტორების მოზიდვა შევძლოთ. გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვა და გეგმა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კერძო სექტორს ინფორმაცია ჰქონდეს, თუ როგორ ხედავს მთავრობა ეკონომიკის განვითარებას, რა არის პრიორიტეტული სექტორები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ეროვნული ბანკის მუშაობით დიდი ხანია უკმაყოფილონი არიან ეკონომისტებიც. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე სწორედ ეროვნული ბანკის პასუხიმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ინფლაციის ზრდა მოსალოდნელი იყო და ბუნებრივია, ამის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიაა. მსოფლიოში გაძვირდა პროდუქცია, მკვეთრად მოიმატა ნავთობის ფასმა, საქართველოში გაიზარდა კომუნალური ტარიფები და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ინფლაციაზე აისახებოდა. 7.7%-იანი ინფლაცია მაღალია, განსაკუთრებით დაგეგმილთან შედარებით და ამაზე პასუხიმგებლობა უნდა იკისროს ეროვნულმა ბანკმა.

სებ-ი უნდა ეცადოს და ერთხელ და სამუდამოდ მიხვდეს, რომ ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და უნდა გვქონდეს მყარი ეროვნული ვალუტა და არ მიმდინარეობდეს გაუფასურება. ასეთ შემთხვევაში შეძლებს წლის ბოლომდე შეამციროს ინფლაციური წნეხი“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ლაზი აბა მკითხავ-ექსპერტები რომ ჭყვიტინებდნენ, ლარი გამყარდა და 10-14 დღეში ნავთობ და კვების პროდუქტების ფასები დაწევას დაიწყებსო?!
აღტაცებული ეკონომისტი არ არსებობს. ასეთები, უბრალოდ ფშუტ-სპერტები არიან.
აგერ სტატიის სათაური ჩანს "საქართველო უკვე ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავიდა!"-ო.
რით გავიდა ორნიშნა ეკ. ზრდაზე, კავკასიის ავტოიპორტი რომ არის ექსპორტიორებს შორის პირველ ადგილზე, ეს ვინმეს რეალური ეკონომიკური ზრდა ჰგონია?
2 წლის უკან
Ryan ლაზი, წავიკითხე კიდევ ერთი კომენტარი, რომ თქვენ ცხოვრობდით ჭავჭავაძეზე სტუდკალაკში?
2 წლის უკან