შვეიცარიული 13 მაისი

შვეიცარიული 13 მაისი

წუხელ, ევრო 2020-ის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ლამის მთელი შვეიცარია ქუჩაში გავიდა. სავსე იყო ციურიხის ლანდშტრასე და ბაზელის რკინიგზის სადგური. თითქმის ყველა დიდი ქალაქის ქუჩები გაივსო ხალხით. ყოველი მხრიდან ფოიერვერკები ფეთქდებოდა.

ისმოდა შეძახილები: ისტორიული გამარჯვება, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები დავამარცხეთ, ახლა წინ ვეღარავინ დაგვიდგება, პირველი მეოთხედფინალი 67 წლის განმავლობაში და ა. შ.

გაიმართა სახელდახელო კონცერტები, მსვლელობები...