როი კინი:

როი კინი: "ჟოაო ფელიქსი თვითმარქვიაა"

ვეტერანმა ირლანდიელმა ფეხბურთელმა როი კინმა ჟოაო ფელიქსი გააკრიტიკა. მისი აზრით, პორტუგალიელი ფეხბურთელი ნამდვილი თვითმარქვიაა და 100 მილიონი არ ღირს.

„ეს ბიჭი თვითმარქვიაა. თამაშში ჩაერთე, შენს ქვეყანას სჭირდები, კარში დაარტყი! რა ღირს? 100 მილიონი გირვანქა სტელინგი? კრიშტიანუ რონალდუ რომ ვიყო, გასახდელში გავეკიდებოდი. ფელიქსმა და ბრუნო ფერნანდეშმა გამაგიჟეს, მათ საკუთარი თავის გარდა არავინ უნდა დაადანაშაულონ“, - თქვა როი კინმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე ბელგიასთან მარცხით (0:1) გამოეთიშა.