„რიგგარეშე არჩევნები რომ დაინიშნოს, კონსტიტუციიდან უნდა ამოვიდეთ და არა 43%-იანი ბარიერიდან და პოლიტიკურ ძალთა შეთანხმებიდან“

„რიგგარეშე არჩევნები რომ დაინიშნოს, კონსტიტუციიდან უნდა ამოვიდეთ და არა 43%-იანი ბარიერიდან და პოლიტიკურ ძალთა შეთანხმებიდან“

რა მისია აქვს „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში?! აპირებენ თუ არა „ნაცები“ საპარლამენტო ტრიბუნა დესტრუქციისთვის გამოიყენონ და რამდენად მზად აღმოჩნდა „ქართული ოცნება“ მთავარი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში დასახვედრად?!

გია ვოლსკის აზრით, „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიაა, როგორმე გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა და დესტრუქცია გააგრძელონ. ირაკლი ზარქუა კი ამბობს: „ნაცმოძრაობის“ დისკომფორტი არ გაიშვას, უპრინციპოები“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ მიზანია საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება და სახელისუფლებო ძალის ოპონირება კანონპროექტებისა და დადგენილებების განხილვის ფარგლებში. ეს იქნება ორ ფრონტზე ბრძოლა - ერთი, პარლამენტის შიგნით და მეორე, დემონსტრაციები. ანალიტიკოსი, ასევე, თვლის, რომ პარლამენტში „ნაცების“ შესვლის ერთ-ერთი მიზანი ისიცაა, საერთაშორისო საზოგადოების გული მოიგონ და კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩინონ თავი. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ პარტნიორი პარტიები, პირველ რიგში, „ევროპის სახალხო პარტიას“, მოუწოდებდნენ „ნაცმოძრაობას“, შესულიყვნენ პარლამენტში.

„გარდა ამისა, მე ვფიქრობ, „ნაცმოძრაობას“ აქვს იმედი, რომ შესაძლებელია, „ქართულ ოცნებას“ კიდევ გამოეყონ სხვადასხვა პოლიტიკოსები, პარლამენტარები, როგორც ეს მოხდა გახარიას გუნდთან მიმართებით, როცა მას ექვსი პარლამენტარი შეუერთდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგოს საპარლამენტო უმრავლესობა. თუკი „ნაცმოძრაობა“ პარლამენტის შიგნით იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგოს საპარლამენტო უმრავლესობა, უფრო გაიზრდება. აქ არანაირი არეულობის შემოტანის მცდელობა არ იგულისხმება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სულაც არ ფიქრობს, რომ პარლამენტში ნაცების“ შესვლით ოპოზიციური ფლანგი ძლიერდება. მისი აზრით, არაფერი არ შეიცვლება, სანამ რეალური ცოცხალი პოლიტიკური ალტერნატივა არ შეექმნება „ქართულ ოცნებას“. ეს სიტუაცია თუ არ დალაგდა, მარტო ის, რომ რევოლუციით უნდა გავუშვათ, ან არ უნდა გავუშვათ „ქართული ოცნება“, ეს არ არის ალტერნატივა, ეს არის მკვდარი პოლიტიკა.

„ასეთი პოლიტიკის შედეგი ნულია. ამიტომაც გადაივსო ოპოზიციური ფლანგი გუბაზისნაირი, ბურჯანაძისნაირი ე.წ. პოლიტიკოსებით. სინამდვილეში, ისინი ცოცხლები კი არ არიან, არამედ სიცოცხლის იმიტაციას ახდენენ. „ნაცების“ შესვლა პარლამენტში, თანაც ისე, რომ მათ პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და შეთანხმების გარეთ დარჩნენ, არაფერს შეცვლის. შეთანხმებას იმიტომ არ მოაწერეს ხელი, რომ მათი მთავარი პოლიტიკური მიზანი არ შეცვლილა, ისინი ფარული ტექსტებით კი არა, არამედ დეკლარირებულად ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია ხელისუფლების დამხობა. ამიტომაც არ აწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, ანუ პოლიტიკურ შეთანხმებაში არ შედიან და პარლამენტს გამოიყენებენ იმისთვის, დაამხონ ეს ხელისუფლება. პირდაპირ თქვა კახა ოქრიაშვილმა, არალეგიტიმურ პარლამენტში იმიტომ შევდივართ, რომ დავშალოთ, დავამხოთო. ამას ამბობენ და ახლა „ქართულ ოცნებას“ ლეგალური პოლიტიკის საწარმოებლად ასეთ ხალხთან კიდევ უფრო მეტად ხელ-ფეხი აქვს გახსნილი. არავითარ შიშზე აქ ლაპარაკი არ შეიძლება. აბსურდია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში „პალაჟენია“ ვერ აღადგინა, საპარლამენტო უმრავლესობას არაფერი არ ემუქრება, მთავრობის ნდობას საფრთხე არ ელის, არც რაიმე კანონის მიღებას ემუქრება საფრთხე, ერთადერთი, რაც ქართულ პოლიტიკაში ტრაგიკომიკურია, ესაა 43%-იანი ბარიერი“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, 43%-იანი ბარიერი წინააღმდეგობას ქმნის, რადგან რიგგარეშე არჩევნები რომ დაინიშნოს, კონსტიტუციიდან უნდა ამოვიდეთ და არა 43%-იანი ბარიერიდან და პოლიტიკურ ძალთა შეთანხმებიდან. პოლიტიკურ ძალთა შეთანხმებამ არ შეიძლება განსაზღვროს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის ბედი. ეს კონსტიტუციური პრინციპი თითქოს დაირღვა იმით, შარლ მიშელის დოკუმენტში რაც ჩაიწერა, როდესაც 43%-იანი ბარიერის დათქმა გაკეთდა.

„ქართულმა ოცნებამ“ რატომ მოაწერა ამას ხელი? იმიტომ, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, ამ ბარიერს გადალახავს და ქართველი ამომრჩეველი არ გაჰყვება რევოლუციური აღმაფრენით შეპყრობილ პარტიებს. 43% რომ ვერ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ კონსტიტუციის მიღმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. როგორ უნდა გააკეთოს ეს ფორმალურად? საკუთარ მთავრობას უნდობლობა უნდა გამოუცხადოს, იმიტომ კი არა, რომ არ ენდობა, არამედ შეთანხმების გამო. სინამდვილეში, საკუთარ მთავრობას ენდობა და უნდა თქვას, რომ არ ენდობა, ანუ მოიტყუოს და შემდეგ აღარ შექმნას ახალი მთავრობა არა იმიტომ, რომ ახალი მთავრობის შექმნა არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ასეთია შეთანხმების პირობები. ანუ თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი ფარსად უნდა იქცეს, ანუ სამოქალაქო რჯულზე უარი უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“ და უსჯულოდ მოიქცეს. რა გამოდის? ამით ჩვენ ვუბრუნდებით მდგომარეობას, რაც კონსტიტუციამდე გვქონდა“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

trampi უკვე დროა დაიწყოთ საოქტომბრეო მიტინგები ლოზუნგით ----- არჩევნები გაყალბდა !!!
აბა ისე თქვენ ხელისუფლებასთან ახლოს ვერ მოხვალთ და სხვა გზა კიდევ თქვენ აღარ დაგრჩათ
დავაი ორშაბათიდან დაიწყეთ!!!!!!!!!!!
2 წლის უკან
გოგი ნიკა ჩიტაძის ანალიტიკოსად დასახელება სირცხვილი ხომ არ არის?
2 წლის უკან
Maverick ასე, რომ , რამდენი ჩიტიც ჭიკჭიკებს, იმდენი სკინტი ჩიტაძეს! აბააააააააააა!
2 წლის უკან