ზურაბ წერეთელი არ გაქცეულა

ზურაბ წერეთელი არ გაქცეულა

ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის ირგვლივ ბოლო პერიოდში ცრუ ჭორები აგორდა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხელოვანი რუსეთიდან გაიქცა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ზურაბ წერეთელმა კომენტარი გააკეთა და  რუსეთის სამუდამოდ დატოვების ინფორმაცია უარყო.

მან დაადასტურა, რომ ამჟამად ნამდვილად არ იმყოფება რუსეთში, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ამ ქვეყნიდან გაიქცა. იგი საზღვარგარეთ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლზე იწყებს მუშაობას.

11 ოქტომბერს ზურაბ წერეთელი უკვე მოსკოვში იქნება, ვინაიდან, მისი განცხადებით, 12 ოქტომბერს გამოფენასთან დაკავშირებით სხდომა უნდა გაიმართოს. ამ გამოფენის სახელწოდებაა "მშვიდობა კავკასიას".

ზურაბ წერეთელი ამბობს, რომ მოსკოვის ექსმერთან ბოლო 5 წელია არანაირი ურთიერთობა არ აქვს, ამიტომ ლუჟკოვის მხრიდან მის მფარველობაზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია.