ლუკა გაგნიძე მოსკოვის

ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოსთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გაანათხოვრებენ

„დინამო თბილისის“ ნიჭიერი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე ახლოსაა მოსკოვის „დინამოში“ გადასვლასთან. 18 წლის ფეხბურთელი უახლოეს ხანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და რუსულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

Sport-express-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი მოსკოველებმა შესაძლოა სხვა რუსულ კლუბში სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გაანათხოვრონ.

მეორეს მხრივ, გამოცემა Championat-ის ჟურნალისტის, ანდრეი პანკოვის ცნობით, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ლუკა „დინამო თბილისში“ დაბრუნდება და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ისევ ქართულ კლუბში ითამაშებს.

შეგახსენებთ, ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.