ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე ენდი მარის შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე ენდი მარის შეხვდება

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბოლდინის პირველ წრეში ენდი მარის დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგად ნიკოლოზ მეტოქეს სწორედ დიდი ბრიტანელი ერგო, რომელიც რეიტინგში 119-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი და ენდი მარი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონზე 24-ე ნომრადაა განთესილი.

გამარჯვების შემთხვევაში ბასილაში 1/16 ფინალში ოსკარ ოტესა და არტურ რინდერხნეხს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ენდი მარისთან შეხვედრა კი 28 ივნისს გაიმართება.