სააკაშვილის ვა-ბანკი

სააკაშვილის ვა-ბანკი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნების მორიგ პირობას დებს და ამბობს, რომ ამ პირობას ახლა რეალურად შეასრულებს. თუმცა რას და როგორ აპირებს, ჯერ სიუპრიზად ტოვებს. როგორც ჩანს, სააკაშვილს ბოლო დროს საქართველოში შეცვლილი პოლიტიკური რეალობის ფონზე გაუჩნდა შიში, რომ ის და მისი პარტია პირველი ოპოზიციური ძალის სტატუს კარგავს და მრავალჯერ მოტყებული მისი ამომრჩეველიც ზურგს აქცევს. ამიტომ არაა გამორიცხული, ის ქვეყანაში შემოსვლას და კონკრეტული პროვოკაციის მოწყობას მართლაც გეგმავდეს, რათა მის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ ყურადღება მიიპყროს. სააკაშვილს პრობლემები აქვს უკრაინაშიც, სადაც მის გარშემო უარყოფითი წრე, როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში იკვრება.

მას არაერთ კორუფციულ სქემაში და ოლიგარქებთან თანამშრომლობაში ბრალს სდებენ. ამის პარალელურად, მან დაინახა, რომ ამერიკელებმა მისი ჩამნაცვლებელი იპოვეს და სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩენილ გიორგი გახარიას ყველა მაღალი რანგის ამერიკელმა პოლიტიკოსმა გაუღო კაბინეტის კარი. მოკლედ, დასავლეთს ახალი ფავორიტი ჰყავს და გახარიაზე დიდ ფსონებს დებენ. ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას, რომელიც 12 დღეა ამერიკაში იმყოფება, შეხვედრები მხოლოდ ანალიტიკოსებთან აქვს. სააკაშვილი ხვდება, რომ თუ საბოლოო კოზირს, არ გამოიყენებს და ქვეყანაში ჩამოსვლას არ გარისკავს, გახარია ისე სწრაფად „ჩააჩოჩებს“, რომ გონს მოსვლასაც ვერ მოასწრებს. ამის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი ექსპრემიერის წინაღმდეგ გალაშქრებას ერიდება, რადგან, როგორ ჩანს, ფიქრობს, რომ ამით საკუთარ თავს უფრო დააზიანებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

„მე არასდროს მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დღე და არც ჩასვლის ადგილი, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის, რა თქმა, უნდა ვაპირებ ჩასვლას საქართველოში“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ის ჩამოსვლას აპირებს რეფერენდუმამდე, თუ რეფერენდუმის შემდეგ, სააკაშვილმა არ უპასუხა და განაცხადა: „ამას ქართველი ხალხი ნახავს. ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძლავრი სიურპრიზი. ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს. წინა არჩევნების წინ ვთქვი, რომ ჩამოვალ, როცა არჩევნები დამთავრდება“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ის ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ამბობს - წინა შემთხვევაში, მას იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიციას საკმარისი ძალები ქონდა, მაგრამ ახლა ფიქრობს, რომ ეს რესურსი მთლიანად ამოწურულია.

 „მე არ მეშინია მათი საქმეების, იყო პერიოდები, როცა მე მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვქონდა საკმარისი ძალები იმისათვის, რომ საკითხები პოლიტიკურად გარკვეულიყო. ნორმალური არჩევნებისთვის მიგვეღწია და მიგვეღწია ნორმალური გადასვლისთვის ისე, როგორც თავის დროზე მე გადავეცი ხელისუფლება. როგორც ჩანს, ეს რესურსი მთლიანად არის ამოწურული. ახლა ერთადერთი იმედი, რაც გვრჩება, ევროკავშირს ჩართვით, მედიაციით, ამერიკელების ჩართვით და დამკვირვებლების ჩამოსვლის პირობებში, ჩვენ შევძლებთ მიღწევას, მაგრამ ამის იმედი, მე მგონი, საქართველოში უკვე ძალიან ცოტა ხალხს დარჩა. ამიტომ, ახლა ყველა რესურსის ჩართვაა საჭირო და აღარ არის არც საკუთარი თავის დაზოგვის და არც პოლიტიკური მანევრირების დრო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშივილი for.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქარველოში პროვოკაციას გეგმავდეს. თუმცა საბოლოოდ ამის გამბედაობა რამდენად ეყოფა, საკითხავი ეს არის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას ამერიკაში აღფრთოვანებულები შეხვდნენ და ყველა ის მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსი შეხვდა, რომელთა კარებს, როგორც სააკაშვილი ამბობდა „ფეხით აღებდა“, სააკაშვილმა ეჭვიანობა დაიწყო. 7-თვიანი წარუმატებელი რევოლუციური გეგმის შემდეგ ის ხედავს, რომ ახალი პოლიტიკური მოთამაშის გამოჩენის შემდეგ ის გავლენებს და პოლიტიკურ წონას, როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ კარგავს. ამიტომ ყურადღების მისაქცევად კონკრეტული პროვოკაციების მოწყობა გამორიცხული არ არის.

„სააკაშვილს ვურჩევ დაბრუნდეს, მოიხადოს ის სასჯელი, რაც მისჯილი აქვს და ქვეყნის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ჩაებას. აქამდე რომ არ გაქცეულიყო, დღეს ვანო მერაბიშვილივით უკვე გარეთ იქნებოდა და ამერიკიდან ცრემლმორეული თვალებით მე-11 თუ მე-10-დ აღარ დაგვპრიდებოდა, რომ ბრუნდება. სააკაშვილი საკმაოდ შეშინებული, ნერვიული და ძალიან შეშფოთებულია. ამის მიზეზი ის არის, რომ მას და ნიკა მელიას ამერიკაში არ ხვდებიან იმ დონის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ამერიკაში ამინდს ქმნიან.

კი, შეხვდათ ერთი-ორი სენატორი, მაგრამ იმ რანგის და დონის არა, რომელთაც დიდი გავლენები აქვთ. სააკაშვილმა დაინახა, რომ ოპოზიციურ ველზე სულ რაღაც გუშინ გამოჩენილმა გიორგი გახარიამ ყველა იმ კაბინეტის კარი შეაღო, რომელსაც, როგორ თავად ამბობდა „ფეხით აღებდა“. დღეს კი მას ანალიტიკური წრეების გარდა ამერიკაში არავინ ხვდება. ამიტომ ახლა ფიქრობს რა გააკეთოს ისეთი, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ყურადღება მასზე იყო გადატანილი. არაა გამორიცხული პროვოკაციის მიზნით შემოსვლაც კი სცადოს, მაგრამ მას რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული და ჰგონია, რომ მის გამო აქ ვინმე რევოლუციას მოაწყობს და ხალხი გარეთ გამოვა“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გიორგი გახარია საფრთხე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ არ არის. ის დიდ თავისტკივილს წარმოადგენს „ნაციონალებისთვისაც“, რადგან დასავლეთმა მასზე, როგორც ჩანს, დიდი ფსონი დადო. მათ ახალი ფავორიტი ჰყავთ და სააკაშვილი უკვე გუშინდელი დღეა. ამიტომ მან კარგად იცის, რომ იმ ელექტორატსაც დაკარგავს, თუ საქართველოში არ დაბრუნდა, რომელიც მას სექტანტურად ეტრფის და რადიკალურ ფრთას წარმოადგენს. ამიტომ მორიგი ტყუილებით ისევ მათ გამოკვებას ცდილობს.

„ეს გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელსაც პოლიტიკური გადარჩენის სხვა გზა აღარ აქვს, არ გამოვრიცხავ პროვოკაციაზეც წავიდეს. მას პრობლემები უკრაინაშიც აქვს და როგორც მედიაში, ასევე საჯაროდ დასცინიან. ყველა კარგად მიხვდა, რასაც წარმოადგენს და ერთადერთი შანსი რეაბილიტაციისთვის რაც დარჩა, საქართველოში დაბრუნება და აქ შოუების მოწყობაა. თუმცა მისი მშიშარა ხასიათიდან გამომდინარე, ამას რამდენად გარისკავს, არ ვიცი. მისი პარტია უკვე ჩაძირვის პირას არის და ამას ხელს გახარიაც შეუწყობს. ვნახეთ მას რა შეხვედრები ჰქონდა, როგორც ბრიუსელში, ასევე ამერიკაში. ამიტომ არ გამოვრიცხავ „ნაციონალების“ თავშეკავება გახარიას მიმართ სწორედ ამით იყოს განპირობებული, რომ მასზე დასავლეთმა ფსონი დადო. სააკაშვილს უკვე ეშინია, რომ გახარიაზე დარტყმით, პირიქით, რეიტინგი არ მოემატოს და არ გააძლიეროს. ამიტომაც მასთან დაპირისპირებისგან თავს იკავებს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი მსგავს ტრაგი-კომიკულ განცახდებას პირველად არ აკეთებს და საქართველოში ამ თემაზე ბავშვებიც კი ოხუნჯობენ, რომ ის დაბრუნდება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის ამას ყურადღების მისაქცევად პერიოდულად აკეთებს, მით უმეტეს, რომ უკრაინაში მისი მდგომარეობა ძალიან არამყარია. მას საჯაროდ დასცინიან, ქუჩაში დასდევენ და ღიად ამხელენ. ამიტომ სააკაშვილის მორიგი ანონსს, რომ ის საქართველოში ჩამოვა, მისი მხარდაჭერებიც კი აღარ იჯერებენ.

„სააკაშვილის ამ განცხადებებს საზოგადოება, როგორც მის მორიგ კომედიური შოუს სკეჩს ისე უყურებს, საკმაოდ არასერიოზულია უკვე და საზოგადოება დაიღალა. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის პოლიტიკურ ველზეც. ამომრჩეველს უკვე ყელში აქვს ამოსული ამდენი ტყუილი. სააკაშილი კი, მისი არასწორი პოლიტიკური გათვლების შედეგად, ნელ-ნელა ჩაჩოჩებული იქნება. მისი მუქარები ჩამოსვლის შესახებ უკვე უინტერესოა. სააკაშვილის წონადობა, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთში ნულოვან დონეზეა დასული.

მელიას ვიზიტმა ამერიკაში კარგად აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთშიც აღარავის აინტერესებს. დაახლოებით, 12 დღეა მელია ამერიკაშია და მხოლოდ ორი სენატორი და ერთი კონგრესმენი შეხვდა. ჩვენთვის კარგად ნაცნობი სენატორები რიში და შაჰინი არ შეხვდნენ, რომლებიც ენმ-ს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ამერიკული ისტემბლიშმენტი იმედგაცრუებულია“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.

 

Katana . მელია პოლიტიკოსებთან შესახვედრად არის წასული ვაშინგტონში?
ვაა!.. რა ვიცი, რადენჯერაც აჩვენეს, შორტებით დარბოდა აღმა-დაღმა და ვიფიქრე, მარათონული რბოლისთვის ემზადება-მეთქი.
2 წლის უკან