თავისუფლების ინსტიტუტის მოუსვენარ წევრს თეა თუთბერიძეს მიზანში განათლების მინისტრი ჰყავს ამოღებული. თუთბერიძე ბოლოს შაშკინს ორი დღის წინ დაუპირისპირდა. მან შაშკინი სიცრუეში დაადანაშაულა. თანაც სკოლის მოხსნილ დირექტორებსაც გამოესარჩლა.
ხალხის პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ალეკო შალამბერიძეს თუთბერიძის გულწრფელი აღშფოთების არ სჯერა.
- ეს არის დაპირისპირება პრეზიდენტის კარზე. თუთბერიძეს დირექტორების ბედი საერთოდ არ ანაღვლებს. ის განათლების მინისტრს იმიტომ უპირისპირდება, რომ მას თავისთვის უნდა ეს ადგილი, - განაცხადა შალამბერიძემ.
მისი თქმით, აშკარაა რომ თავისუფლების ინსტიტუტი შაშკინით უკმაყოფილოა. შალამბერიძე ეჭვობს, რომ შაშკინი ამ ორგანიზაციას განათლების სამინისტროში არ ახედებს. თავისუფლების ინსტიტუტს კი განათლების სამინისტროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესები აქვს.