"ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელად ეშპირიტუ სანტუ განიხილება

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაინიშნოს. ბრიტანული მედიის ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტთან „მამლების“ ახალ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის კარგი ურთიერთობა აქვს.

47 წლის ეშპირიტუ სანტუ ბოლოს „ვულვერჰემპტონში“ მუშაობდა, რომელიც დატოვა, ხოლო მანამდე „პორტუს“, „ვალენსიას“ და „რიუ ავეს“ ავარჯიშება.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ გასულ სეზონში ჟოზე მოურინიო დაითხოვა, ხოლო სეზონი დროებითი მთავარი მწვრთნელის სტატუსით რაიან მეისონმა დაასრულა.