ფეხბურთის ლეგენდამ პელემ ლიონელ მესის დაბადების დღე მიულოცა. ბრაზილიელი სოციალური ქსელის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია და ინსტაგრამის სთორიში მესის მისალოცი მესიჯიც გამოაქვეყნა:
„გილოცავ დაბადების დღეს! გააგრძელე საფეხბურთო სამყაროს გაღიმება“, - დაწერა პელემ.
შეგახსენებთ, ლიონელ მესის 24 ივნისს, 34 წელი შეუსრულდა. ის ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება, სადაც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კოპა ამერიკაზე თამაშობს.