„გახარიასთვის მარცხის სიმბოლო იქნება ნებისმიერ კონტაქტი სააკაშვილთან და ძალიან მეეჭვება სწორი იყოს ეს ყველაფერი“

„გახარიასთვის მარცხის სიმბოლო იქნება ნებისმიერ კონტაქტი სააკაშვილთან და ძალიან მეეჭვება სწორი იყოს ეს ყველაფერი“

მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საკმაოდ საინტერესო ფაზაში შედის. 23 ივნისს, დღის დასასრულს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი  და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდნენ. ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, კონსპირაციულად შედგა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, აშშ-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

თუმცა, უცნობია, შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს,ნიკა მელიას შორის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც ნიკა მელია და ამას ადასტურებს ასევე ვაშინგტონში მყოფი, მისი თანაპარტიელი თინათინ ბოკუჩავა. მისი თქმით, სასტუმროდან გიორგი გახარია „გაიქცა“. როგორც ირკვევა, ამავე სასტუმროში იმყოფებოდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გავრცელებულ ინფორმაციას, სააკაშვილისა და გახარიას შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მორიგი ანტიკამპანიაა, რომელსაც გახარიას წინააღმდეგ აწარმოებს.

„მორიგი პრიმიტიული ტყუილი მმართველი პარტიისგან. ბატონი გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტყუილების ტირაჟირებას ზოგიერთი მედიასაშუალება ხელს უწყობს“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გახარიასთვის სააკაშვილთან შეხვედრა წამგებიანი იქნება, რაც ასევე, მისი თქმით, არადამაჯერებლად გამოიყურება.

„ის, რომ გახარია მიშას ხვდება, ცოტა არადამაჯერებელია. გახარიასთვის ნამდვილად მარცხის სიმბოლო იქნება ნებისმიერ კონტაქტი მიხეილ სააკაშვილთან. რეალურად, რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ იმდენად წამგებიანია ანალოგიური ნაბიჯი, რომ ძალიან მეეჭვება სწორი იყოს ეს ყველაფერი“, - თქვა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ კონკრეტული მედია პასუხს აგებს გარკვეული ინფორმაციის გავრცელებისთვის, თუკი ის არ დადასტურდება.

„ვინც გაავრცელა ეს ინფორმაცია, პასუხი უნდა აგოს და კონკრეტული წყარო ან რაიმე დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს, რომ ეს შეხვედრა შედგა. როდესაც კადრებს წარმოადგენენ მათი შეხვედრის შესახებ და გვექნება დეტალური ინფორმაცია, შესაძლებელია საუბარიც.

არ მგონია, ეს შეხვედრა შემდგარიყო. არ არის გამორიცხული, რომ „ფეიქ ნიუსი“ იყოს. საერთოდ, ქართულ რეალობაში, როდესაც ვინმე რამეს აცხადებს, პასუხი უნდა მოეთხოვოს, ეს მედია იქნება თუ ცალკეული პირი“ - აღნიშნა ჩიტაძემ For.ge-სთან.

გახარიას გუნდის კიდევ ერთი წევრი ბექა ლილუაშვილი კი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„2-კვირიანი ბნელი, უსუსური ანტიპიარის და „მთავარი არტილერიის“ გამოყენების შემდეგ, „ოცნებამ“ მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების რიგით მე-2 შიდა პარტიული კვლევაც დაასრულა და რიგით მე-4 სერიაში, გახარიამ სააკაშვილი სამუსაიფოდ ვაშინგტონში დაპატიჟა თურმე… ეჰ, მეტი ფანტაზიის უნარის იმედი მქონდა, ზოგიერთი მედიასაშუალების პროდიუსინგის მხრიდან მაინც“, - წერს ლილუაშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დიტო სამხარაძის „ფეისბუქ-პოსტში“ ვკითხულობთ:

„ადრე რომ ვამბობდით, ვიღაცეებს ეჭვი ეპარებოდათ და ახლა რაღას იტყვიან, როდესაც კონკრეტული ფაქტით მტკიცდება, რომ მოღალატე გახარია არის სააკაშვილის მოკავშირე! ვინმეს დარჩა კითხვები? პრინციპში, ზოგიერთ მათგანს, ისე აქვს დაბრმავებული თვალები, მაშინაც არ დაიჯერებენ, არჩევნებზე ერთი პარტიით რომ იყრიან კენჭს – „ნაციონალური მოძრაობა ერთიანდება საქართველოსთვისა“, - წერს დიტო სამხარაძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ.

 

amo დიტო სამხარაძე. დიმპიტაური,დამპიტაური, ტაური ტაური დამპიტაური . . .
2 წლის უკან
Katana . "საერთოდ, ქართულ რეალობაში, როდესაც ვინმე რამეს აცხადებს, პასუხი უნდა მოეთხოვოს, ეს მედია იქნება თუ ცალკეული პირი“ - აღნიშნა ჩიტაძემ For.ge-სთან.
!
რამდენი წელია, ძაღლის ყბა გამოვიბი... ფრო სწორად, "ძაღლის თათი გამოვიბი" კლავიატურაზე საკაკუნებლად:)), შემოიღეთ კანონი და აგებინეთ პასუხი ყველა ცილისმწამებელს-მექი, მაგრამ ყველაფერი მიდის ნაცების მიერ გაჭრილი კალაპოტით: მე დაგაბრალებ და შენ იმართლე თავი, თუ გინდაო!..
2 წლის უკან
Katana . ესე იგი, სააკაშვილმა და გახარიამ ვაშინგტონში დათქვეს კონსპირაციული შეხვედრა, მაგრამ იმდენი ვერ მოტვინეს, რომ მაინცდამაინც ერთ სასტუმროში არ დაბინავებულიყვნენ?!
გჯერათ, რომ ასეთი დებილები არიან?
თუ გჯერათ, გილოცავთ! - თქვენ გაქვთ შანსი, იმუშაოთ ცერეუ-ში მოსადში, გრუ-ში!
2 წლის უკან