იტალიური „რომა“ და ინგლისური „ვულვერჰემპტონი“ პორტუგალიის ნაკრების მეკარის, რუი პატრისიუს ტრანსფერზე მუშაობენ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკება უახლოეს ხანში დასრულდება. მეკარეს კი პირადი პირობები უკვე შეუთანხმებია იტალიურ კლუბთან.
პატრისიუს შემცვლელად „ვულვზი“ ასევე პორტუგალიელ მეაკრეს, ჟოზე დე სას კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ღირსებას იცავს.
წინა დღეებში მედიაში საიწერა, რომ უახლოეს ხანში „რომა“ „არსენალის“ ნახევარმცველ გრანიტ ჯაკას გაიფორმებს.