ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის შემდეგ, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის (2:2), გასახდელისკენ შესასვლელ გვირაბში კრიშტიანუ რონალდუმ და კილიან მბაპემ მაისურები გაცვალეს. ისინი შესანიშნავ ხასიათზე იყვნენ და ერთმანეთს მომავალი წარმატებებიც უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ამ მატჩში დუბლი შეასრულა და სანაკრებო დონეზე ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გამტან, ირანელ ალი დაეის დაეწია. ახლა მათ 109-109 ბურთი აქვთ გატანილი.