„ჩერჩილი პარლამენტის დარბაზშივე ადგა და საკუთარი პარტიიდან სხვა პარტიის რიგებში გადაჯდა, მაგრამ არავის უთქვამს მოღალატეაო“

„ჩერჩილი პარლამენტის დარბაზშივე ადგა და საკუთარი პარტიიდან სხვა პარტიის რიგებში გადაჯდა, მაგრამ არავის უთქვამს მოღალატეაო“

„ქართულმა ოცნებამ“ გახარიასთან დაკავშირებული ორმაგი სტანდარტი ვერაფრით მოიშორა. ერთ დროს გიორგი გახარიას მიმართ გამოხატული თავგადაკლული ქება-დიდება უკიდურესმა ლანძღვამ ჩაანაცვლა. ირაკლი კობახიძეს რიტორიკაში არც გია ვოლსკი ჩამორჩა.

ოდესღაც გია ვოლსკი თავგამოდებით იცავდა გახარიას და ოპოზიციის (კონკრეტულად კი, ბანკირ ხაზარაძე-ჯაფარიძის) მხრიდან გახარიაზე ორკესტრირებულ შეტევაზე ლაპარაკობდა. ვოლსკი კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ გახარია წარმატებული და თავდადებული პრემიერი იყო. დღეს კი გია ვოლსკი ღმერთს მადლობას სწირავს, რომ „ეს თავდადებული პრემიერი“ გადადგა, რადგან „გახარია იყო კონსპირაციულ შეთანხმებაში, მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო, მან უღალატა იმ საქმეს, რასაც ვემსახურებოდით“.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მისეული „ორი გახარიას სინდრომი“ საყოველთაოდ ცნობილია. ერთ დროს კობახიძეს სწამდა, რომ გახარიამ მასტერკლასი ჩაუტარა გოიმურ ოპოზიციას პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას, კობახიძემ ანდაზაც კი მოიშველია გახარიას დასახასიათებლად: „ბუზი ყველა ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუის“, თუმცა ამჯერად პირიქით გამოვიდა, რომ „გახარია ყველასთან ტყუის“.

რამდენად გონივრულია ყოფილი პრემიერის მიმართ დაუსრულებელი სინანულის გამოხატვა?

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ გამოუვალ მდგომარეობაშია, მათ უვარდებათ ბევრი პროექტი და, ბუნებრივია, ისინი ამას ასე მარტივად ვერ გადაიტანენ.

პაატა ზაქარეიშვილს ახსენდება, რომ ასევე იქცეოდა „ქართული ოცნება“, როცა უსუფაშვილზე ლაპარაკობდა, კერძოდ, ორი უსუფაშვილი არსებობდა მათთვის, ორი კვირიკაშვილი, ორი მარგველაშვილი და ასე შეიძლება ჩამოვყვეთ უსასრულოდ. უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც კი წამოვიდა „ქართული ოცნებიდან“, გაორებული დამოკიდებულება ჰქონდათ და ყველა წამოსული ცუდი გახდა მათ თვალსაწიერში.

„გახარიასთან მიმართებით ახალი არაფერი ხდება. შეიძლება, ვინმემ, ლექსის დამწერმა „გახარია-არახალია“ გარითმოს, რადგან გახარიასთან მიმართებით „ქართულ ოცნებას“ სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, თავისი ნებით წასული ადამიანები მოღალატეებად გამოაცხადოს. სინამდვილეში, პოლიტიკური წასვლა-წამოსვლა, შესვლა-შემოსვლა არანაირი ღალატი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. გახარიამ ვერ დაინახა თავისი თავი ამ პროცესებში, ამიტომ წავიდა „ქართული ოცნებიდან“ ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, მეც. აგერ, ჩერჩილი უშუალოდ პარლამენტის დარბაზშივე ადგა და საკუთარი პარტიიდან სხვა პარტიის რიგებში გადაჯდა, შეიცვალა პარტია პირდაპირ პარლამენტის შენობაში და არავის უთქვამს მის შესახებ, მოღალატეაო. ერთი მხრივ, ადამიანის ლანძღვა პარტიის დატოვების გამო უკულტურობაზე მეტყველებს და, მეორე მხრივ, მეტყველებს იმაზე, რომ პანიკასა და ისტერიკაშია დღეს „ქართული ოცნება“, რადგან გახარიამ მართლაც დააზიანა მათი პერსპექტივები. თორემ, სინამდვილეში, გახარიას განსაკუთრებულად მიუღებელი არაფერი გაუკეთებია“, -აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ლოგიკას მოკლებულია, როცა საკუთარი გუნდის წევრსა და ყოფილ პრემიერზე ამდენ უარყოფითს ლაპარაკობენ, რადგან ის, რომ გახარია თურმე გადატრიალებას აპირებდა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

„მაშინ რატომ იყო იგი წარდგენილი პრემიერ-მინისტრად? გამოდის, მმართველმა ძალამ უნდა აგოს აღნიშნულის გამო პასუხი. რატომ დაიწყო მმართველმა ძალამ გახარიას კრიტიკა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გახარია გადადგა თანამდებობიდან. რთულია, ვენდოთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ჯერ გვთავაზობს ერთ კანდიდატურას და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს კანდიდატურა თურმე „მოღალატე“ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც გაუგებარია, ვის ენდოს და ვის აღარ ენდოს“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

 

Maverick პარლამენტის ქოცური ფრთა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებივით იქცევიან, ეს "არწივი"-ს ლექსს მაგონებს, ანუ ვინც მათ პარტიაში არ არის ქოცნების მტერია!

ეს პროვინციული ( ფაშიზმს ჯერ-ჯერობით არ დავურთავ!) ხედვის საუკეთესო გამოვლინებაა ქოცნების მხრიდან!
2 წლის უკან