ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას ფასი დააკლო. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები კონტრაქტის განახლებაზე ვერ რიგდებიან, რის გამოც ინგლისელებს ფეხბურთელის გაყიდვა მიმდინარე ზაფხულს მოუწევთ.
პოგბას კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და შესაბამისად, მომდევნო ზაფხულს „მანჩესტერს“ მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგვის ეშინია. ამიტომ, „წითელი ეშმაკები“ მზად არიან განიხილონ წინადადებები, რომელიც მინიმუმ 80 მილიონ ევროს შეადგენს.
პოგბას „იუვენტუსს“ და პსჟ-ს უკავშირებენ. ტურინელები ფრანგის დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუ გარიგებაში კრიშტიანუ რონალდუს ჩართვას მოახერხებენ.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში პოგბამ „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებულ 42 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.