გიორგი ჩაკვეტაძემ

გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" სეზონის პირველ სპარინგში ითამაშა

ბელგიური „გენტი“ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და გუნდთან ერთადაა გიორგი ჩაკვეტაძეც. ბელგიელებმა პირველი ამხანაგური თამაში სამოყვარული გუნდის, „დიკენფენეს“ წინააღმდეგ გამართეს.

სპარინგი „გენტმა“ 3:2 მოიგო, ხოლო ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. სწორედ მეორე ნახევარში გავიდა ყველა გოლი, თუმცა, ქართველ შემტევს არ გაუტანია. ამ ეტაპზე მისი თამაში ნამდვილად აღსანიშნავია.

გიორგი ბელგიაში დაბრუნებამდე თბილისში ემზადებოდა, სადაც მას „გენტის“ ფიზმომზადების მწვრთნელიც ახლდა. ქართველ ფეხბურთელს გასული სეზონი ტრავმის გამო პრაქტიკულად გაუცდა და მხოლოდ ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა.

„გენტი“ 2021-2022 წლების სეოზნის პირველ ოფიციალურ მატჩს 22 ივლისს, ნორვეგიულ „ვალერენგასთან“ ჩაატარებს, რომელსაც კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება.