38 წლის დანი ალვეში ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს

38 წლის დანი ალვეში ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს. „სან პაულუს“ 38 წლის მცველი ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაშია.

ამრიგად, დანი ალვეში ასაკის მიუხედავად გამოწვევებს არ უშინდება და სულ მალე ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება.

შეგახსენებთ, დანი ალვეშს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 118 თამაში აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 8 გოლის გატანა მოახერხა.