მადრიდის „რეალში“ დიდი ეპოქა დასრულდა! სერხიო რამოსი კონტრაქტს, რომელიც ორ კვირაში იწურება, არ განაახლებს და ესპანურ გრანდს დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 ივნისს, ფლორენტინო პერესი სერხიო რამოსს გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას მოუწყობს. ამრიგად, მხარეების გზები 16-წლიანი საოცარი ურთიერთობის შემდეგ გაიყო.
ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას რამოსი, რომელიც 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.
სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ 2005 წელს „სევილიადან“ გადავიდა და მას შემდეგ 671 შეხვედრაში 101 გოლის გატანა მოახერხა. მან „სამეფო კლუბში“ 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, ორჯერ ესპანეთის თასი, ოთხჯერ ესპანეთის თასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ევროპის სუპერთასი და ოთხჯერ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.