„ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ და კლუბმა თანამშრომლობა შეწყვიტეს - წერია „იისფრების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მხარეებს შორის უთანხმოება მაშინ დაიწყო, როცა კლუბმა უარი თქვა იმ ფეხბურთელების ყიდვაზე, რომლებიც მათ ხორხე მენდესმა შესთავაზა. მენდესი კი გატუზოს წარმომადგენელია.
მაისის ბოლოს „ფიორენტინამ“ გატუზოს გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ გამოაცხადა, დაახლოებით სამ კვირაში კი დაითხოვა.
შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინამდე,“ გატუზოს ბოლო სამუშაო ადგილი „ნაპოლი“ იყო.