კვარაცხელია და დავითაშვილი სეზონისთვის მზადებას

კვარაცხელია და დავითაშვილი სეზონისთვის მზადებას "რუბინში" იწყებენ

ყაზანის „რუბინმა“ 2021-2022 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო და შეკრებაზე გუნდთან ერთად ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილიც გამოძახებულნი არიან.

კვარაცხელიას ტრანსფერზე აქტიური საუბარი მიდის, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და შესაბამისად, ის სეზონისთვის მზადებას რუსულ გუნდში დაიწყებს.

ხვიჩამ გასულ სეზონში 23 მატჩში, 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა. მას ყაზანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

ზურიკო დავითაშვილი გასულ სეზონში იჯარით „როტორში“ თამაშობდა, სადაც არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ის „რუბინში“, მაგრამ ფაქტია, მზადებას ამ კლუბში დაიწყებს. ზურიკოს ყაზანელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.