რამ გამოიწვია ლარის გამყარება და რა ნიშნულამდე შეიძლება ჩამოვიდეს?

რამ გამოიწვია ლარის გამყარება და რა ნიშნულამდე შეიძლება ჩამოვიდეს?

„გასულ წელს, ამ დროს, პანდემიის გამო ეკონომიკა იყო გაჩერებული, რადგან ფუნქციონირება არ შეეძლო. ბოლო პერიოდში, ეკონომიკას მიეცა ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა, რამაც ცხადია, ავტომატურად გამოიწვია ლარის გამყარება“, - ამის შესახებ For.ge-ს აკადემიკოსმა, ავთანდილ სილაგაძემ განუცხადა.

14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,204 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 3,06 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,8829 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვის ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით 21,5 თეთრით, ხოლო ევროსთან - 25,6 თეთრით არის გამყარებული. როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა გახდა ლარის კურსის გამყარების მიზეზი?

- ამ თვალსაზრისით, შესამჩნევი იყო ექსპორტის ზრდა, რამაც ასევე ლარის გამყარება გამოიწვია. როდესაც მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია აპრილის თვეში ლარის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში, ამ დროს, პარალელურად მაქსიმალური იყო ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეფინანსირების სესხი, ეს იყო 3 მილიარდზე მეტიც კი. რეფინანსირება დიდ გავლენას ახდენს ინფლაციასა და ვალუტის კურსზე.

ეკონიმიკამაც დაიწყო ამოქმედება და იმედია, ამის შემდეგ უფრო გაძლიერდება, ამ შემთხვევაში შედეგები უკეთესი იქნება გასულ წელთან შედარებით.

თქვენ პირადად თუ ელოდებით ლარის უფრო მეტად გამყარებას და რა ნიშნულამდე შეიძლება ჩამოვიდეს?

- თუ კიდევ შეიზღუდა ეკონომიკა, ცხადია, ამ შემთხვევაში მდგომარეობა გაუარესდება, მაგრამ მანამდე უნდა მოხდეს ეკონომიკის გამოცოცხლება. თავისუფლად შესაძლებელი ჩამოვიდეს 3-ს ქვემოთ, იმ შემთხვევაში, თუკი ასევე არ მოხდება ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხებზე ზრდაც.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ეკონომიკის ზრდა ყველა შემთხვევაში იქნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ზრდა იქნება გასული წლის, შესაბამის პერიოდთან შედარებით. გასული წელს ეკონომიკაში იყო ყველაზე მძიმე მდგომარეობა.

ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ 2019 წლის მონაცემებს შევადაროთ წლევანდელი და იქიდან დავიწყთ ზრდა.

ლარის გამყარება აისახება თუ არა ფასებზე?

- ლოგიკურად უნდა აისახოს. თუ ლარის გაუფასურების შედეგად ფასების ზრდა ხდება, ანუ თუ არის ინფლაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია ფასების ზრდა. თუ ინფლაცია შემცირდა, ამ შემთხვევაში საუბარია, რომ ფასები აღარ უნდა იყოს ისეთი. თუმცა, ეკონიმიკაში არის დაკვირვების ასეთი შედები - ძალიან ხშირად, როდესაც ფასები იწევს, შემდეგ, დასტაბილურების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აღარ ეცემა ფასები, რჩება ისევ იგივე. ეს ტენდენცია ეკონიმიკას ყველგან ახასიათებს.

ფასების ზრდაზე ხშირად გადაწყვეტილებები ახდენს გავლენას. ლარის გაუფასურების გამო ტარიფებმა აიწია, საწვავზე ფასები გაიზარდა, შემცირების შემხვევაში ხომ უნდა შემეცირდეს. ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თუ არ შეიცვალა, ფასები მნიშვნელოვნად არ დაიწევს. სამწუხაროდ, ეს პარადოქსი ეკონიმიკაში არსებობს. ლოგიკურად - უნდა დაიწიოს.

რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ეკონომიკა გამოცოცხლდეს?

- შარშან, ამ დროს, ტურისტი საქართველოში, პრაქტიკულად, არ იყო. წელს ცოტა გამოცოცხლდა. ტურიზმის გამოცოცხლება ნიშნავს სხვა დარგების გამოცოცხლებას.

მრეწველობაში შედარებით რთულია მდგომარეობა. საფინანსო მომსახურება მნიშნელოვანი სექტორია, ეს უფრო მეტად გაძლიერდება, ეკონიმიკა ამუშავდება. სამშენებლო სექტორშიც იქნება ზრდა.

მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე რომ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია თხილის ექსპორტი, შესაბამისად, წარმოებაც გაიზრდება. ჩვეულებრივი სასმელი წყალი და განსაკუთრებით მინერალური წყალი, რომლებიც ექპორტზე გამოდის, ასევე გაიზრდება.

ამ სფეროებში შესაძლებელია გარკვეულწილად ზრდა. წლევანდელი წელი მაინც იქნება ამ პროცესებზე დამოკიდებული, განსაკუთრებით შემოდგომაზე.

თუ ინტენსიურად მოხდება ვაქცინაცია, ეს გარკვეულწილად კომპენსაციას მოახდენს, რომ ეს ისეთივე ტალღა არ იყოს.

Katana . მე რომ მქონოდა საშუალება, აუცილებლად ვკითხავდი ბ-ნ აკადემიკოსს ერთი ქართული პარადოქსის შესახებ: რაც ლარმა გამყარება დაიწყო, ბენზინის ფასმაც რომ აიწია, ეს როგორ აიხსნება?
3 წლის უკან
ლაზი ავთანდილ სილაგაძეზე უფრო მოზომილი და ფრთხილი სწავლული ეკონომისტი, მეორე არ არის ამ ქვეყანაში. მან შესანიშნავად იცის, რომ ამ "გამყარებას" ფასების თანაზომადი შემცირება არ მოყვება. ამის თქმა კი, ასეთი ავტორიტეტისაგან, უიმედიბის დათესვას ნიშნავს, სწორედ ამიტომ იძლევა ასეთ ორაზროვან პასუხებს - ლოგიკურად ფასებმა უნდა დაიწიოს, მაგრამ " ფასები მნიშვნელოვნად არ დაიწევს. სამწუხაროდ, ეს პარადოქსი ეკონიმიკაში არსებობს"-ო.
რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, მისი მეშვეობით კურსის დაჭერა შეიძლება, მაგრამ ინფლაციას ვერ მოთოკავ, თანაც ეკონომიკას ამუხრუჭებს, რაც გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო ასტიმულირებს იმპორტირებულ პროდუქციაზე (რასაც ჩვენს სინამდვილეში ბაზრის უდიდესი წილი უჭირავს) ფასების ზრდას.
ასე რომ ეს "გამყარება"არანაირი სიკეთის მომტანი არ არის. ეროვნულ ბანკს სტაბილური კურსი უნდა დაეჭირა და რეფინანსირების განაკვეთი შეემცირებინა. ეს ეკონომიკის ზრდას შეუწყობდა ხელს, რაც საშუალოვადიან პერიოდში ყველა მაჩვენებელს დაასტაბილურებდა. ახლა კი გვაქვს გაურკვევლობა და რყევები, რაც ანგრევს ბიზნესურთიერთობებს.
3 წლის უკან