ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ერთი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. „ფინიქს სანსმა“ სერია ბრწყნვალედ ჩაატარა და „დენვერ ნაგეტსს“ 4:0 აჯობა, რის შედეგადაც გადამწყვეტ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგადა და ვილიამსის გუნდის უპირატესობით წარიმართა. გამონაკლისი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც „დენვერეებმა 6 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს, თუმცა ამან თამაშზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა. საბოლოოდ მაიკლ მელოუნის გუნდი 118:125 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
საოცარი თამაში ჩაატარა კრის პოლმა. ამერიკელმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 39:31 წუთში 37 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი შესძინა. დევიდ ბუკერმა კი 34 ქულას, 11 მოხსნა, 4 პასი დაამატა და ორმაგი დუბლი მიითვალა.
დამარცხებულთა რიგებში ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს. სერბი კალათბურთელის კარგი თამაშის მიუხედავად, მისმა გუნდმა ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო და MVP იოკიჩი NBA-ს ნაადრევად გამოეთიშა. მან აღნიშნულ შეხვედრაში 28 წუთში 22 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
ფინიქს სანსი NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალშია, სადაც „იუტა ჯაზისა“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
თავის მხრივ სერიაში ანგარიში „კლიპერსმა“ შეამცირა. ტაირონ ლიუს გუნდმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქეს 26-ქულიანი უპირატესობით 132:106 აჯობა.
შეხვედრაში საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 38 წუთში 34 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 31 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა პოლ გორჯს.
„იუტადან“ კი კარგი თამაში დონოვან მიტჩელმა ჩაატარა. მის ანგარიშზე 30 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 4 პასი იყო.
სერიაში „იუტა ჯაზი“ 2:1-ს იგებს, ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა 15 ივნისს გაიმართება.
საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა „მილუოკი ბაქსმა“. იანის ანტენტოკუნმპო და კამპანია „სერიაში 2:0 მარცხდებოდა, თუმცა, საკუთარ მოედანზე ორი შეხვედრა მოიგეს და ანგარიში გაათანაბრეს.
უშუალოდ მატჩი მაიკ ბუდენხოლცერის გუნდმა 107:96 მოიგო. საუკეთესო რა თქმა უნდა იანის ანტენტოკუნმპო იყო. მან პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 34 ქულით, 12 მოხსნითა და 3 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა.
„ბრუკლინიდან“ კი კევინ დურანტი 28 ქულით, 13 მოხსნითა და 5 პასით გამოოირჩა. ტრავმა მიიღო ერთ-ერთმა ლიდერმა კაირი ირვინგმა, რომელმაც მხოლოდ 17:17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა.
ამ წყვილში ყველაფერი ჯერ კიდევ ახლა იწყება, მათი მომდევნო დაპირისპირება კი 15 ივნისს შედგება.