რამაზ კლიმიაშვილი - „სააკაშვილმა ჰალსტუხის ტარება აკრძალა“

რამაზ კლიმიაშვილი - „სააკაშვილმა ჰალსტუხის ტარება აკრძალა“

„არ ვიცი, თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, რომ სააკაშვილმა ჰალსტუხების ტარება აკრძალა,“ - აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში რამაზ კლიმიაშვილი.

პოლიტოლოგის თქმით, ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ჰალსტუხი ითვლება ბურჟუაზიის სიმბოლოდ და დასავლეთის სიმბოლოდ, ეს არის ირანი.

ირანში ჰალსტუხის ტარება აკრძალულია, თუ ვინმე გაიკეთებს შეიძლება მათრახებითაც დასაჯონ.

სააკაშვილი ირანს დაუმეგობრდა და აგერ ორი თვეა ხალსტუხს აღარ ატარებს, გაღეღილი პერანგით დადის, მთავრობის სხდომაზეც ყველა მინისტრი გაღეღილი ზის, - აცხადებს კლიმიაშვილი და იქვე დაურთავს, ბაქრაძე, რომელიც ლამის ჰალსტუხით იძინებდა, იმანაც კი მოიხსნა ჰალსტუხიო.

„როდესაც ნინო ბურჯანაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტში გაუპარსავი და უჰალსტუხო ვერავინ შევიდოდა, დღეს კი სააკაშვილმა მინისტრები და დეპუტატები სპარსულ სტილზე გადაიყვანა.“ - განაცხადა რამაზ კლიმიაშვილმა.