იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ თურქეთის ნაკრებთან (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, ასე თუ ითამაშებენ, ყველასთვის არასასურველი მეტოქეები იქნებიან.
„როდესაც ასეთ თავგადასავალს იწყებ, უნდა არსებობდეს ცოტა ემოცია, რომელიც თამაშის სურვილს წარმოშობს. ასეთი თამაში წარმოგვედგინა, სწორედ ის გზა გავიარეთ, რამაც ეს განაპირობა და ასე თამაში მოვახერხეთ.
თამაშებს შორის მჭიდრო გრაფიკია, გუნდები ერთმანეთს სულ უფრო კარგად იცნობენ, მაგრამ ისიც იციან, რომ ამგვარი თამაშით ნებისმიერისთვის შეგვიძლია პრობლემების შექმნა“, - თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მეორე ტურში 16 ივნისს, შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.