მსოფლიოში ყველაზე გრძელი წამწამების მქონე ქალმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი წამწამების მქონე ქალმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

ჩინელი იუ ჯიანჩი 2016 წლის 18 ივნისიდან გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე გრძელი წამწამების მქონე ადამიანი. ამ დროს მისი წამწამის ზომა 12,4 სმ. (4,88 ინჩი) იყო. ყველაზე გრძელი წამწამის ღერი მას მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე ჰქონდა.

2021 წლის 20 მაისს ჯიანჩმა საკუთარი რეკორდი გაუუმჯობესა. ახლა მისი ყველაზე გრძელი წამწამის სიგრძე 20,5 სმ-ია (8,0 ინჩ.) იუს ყველაზე გრძელი ღერი კვლავ მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე აღმოაჩნდა.