კახა კუჭავა მეხანძრე-მაშველებზე: გმირი ხარ, როცა შეგიძლია, ჯანმრთელობა და სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაიღო

კახა კუჭავა მეხანძრე-მაშველებზე: გმირი ხარ, როცა შეგიძლია, ჯანმრთელობა და სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაიღო

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„გმირი ხარ, როცა შეგიძლია, ჯანმრთელობა და სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაიღო. ასეთები ხართ თქვენ, მეხანძრე - მაშველები. მადლობა თითოეულ თქვენგანს. გილოცავთ მეხანძრე-მაშველის დღეს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებას“, - წერს კახა კუჭავა Facebook-ზე.